„თიბისის“, „პროკრედიტის“ და „ქართუს“ დაკრედიტება შემცირდა - ბანკების რეიტინგი

„თიბისის“, „პროკრედიტის“ და „ქართუს“ დაკრედიტება შემცირდა - ბანკების რეიტინგი

access_time2022-11-07 10:00:35

2022 წლის 1 ოქტომბრის მონაცემებით, კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობამ 42.94 მლრდ ლარი შეადგინა.


კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა (ბანკთაშორისი სესხების გარდა), 2022 წლის სექტემბერში, წინა თვესთან შედარებით 275.52 მლნ ლარით (0.64%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, 1.08%-ით გაიზარდა). ამავე პერიოდში ეროვნული ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 384.81 მლნ ლარით (1.67%-ით) გაიზარდა, ხოლო უცხოური ვალუტით გაცემული სესხების მოცულობა 660.33 მლნ ლარით (3.28%-ით) შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე, გაიზარდა 0.42%-ით).


ბანკების საკრედიტო პორტფელი 2022 წლის 1-ელი ოქტომბრისთვის ასეთია:


თიბისი ბანკი — 16,769,792,275 ლარი (2021 წლის 9 თვეში 22,976,021,861 ლარი)
საქართველოს ბანკი — 15,661,545,891 ლარი (2021 წლის 9 თვეში 14,770,249,340 ლარი)
ლიბერთი ბანკი — 2,385,196,090 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,887,219,399 ლარი)
ბაზის ბანკი — 2,043,006,348 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,137,237,452 ლარი)
კრედო ბანკი — 2,046,049,195 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,572,574,588 ლარი)
პროკრედიტ ბანკი — 1,171,948,909 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,366,338,827 ლარი)
ტერა ბანკი — 1,056,036,434 ლარი (2021 წლის 9 თვეში 933,507,767 ლარი)
ქართუ ბანკი — 785,513,654 ლარი (2021 წლის 9 თვეში 981,831,435 ლარი)
ხალიკ ბანკი — 642,962,318 ლარი (2021 წლის 9 თვეში 630,748,110 ლარი)
პაშა ბანკი — 352,176,212 ლარი (2021 წლის 9 თვეში 284,026,274 ლარი)
ვითიბი ბანკი— 290,721,503 ლარი (2021 წლის 9 თვეში 1,526,859,124 ლარი)
იშ ბანკი — 277,509,784 ლარი (2021 წლის 9 თვეში 236,479,091 ლარი)
ზირაათ ბანკი — 96,117,062 ლარი (2021 წლის 9 თვეში 76,100,680 ლარი)
სილქ ბანკი — 23,330,305 ლარი (2021 წლის 9 თვეში 12,404,883 ლარი)


მიმდინარე წლის პირველი ოქტომბრისათვის, მთლიანი სესხების ლარიზაციის კოეფიციენტმა 54.68 პროცენტი შეადგინა, 2022 წლის პირველი სექტემბრის მდგომარეობასთან შედარებით, გაიზარდა 1.24 პროცენტული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, გაიზარდა 0.31 პროცენტული პუნქტით).





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up