თიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა

თიბისისა და კომპანია „ფერის“ პარტნიორობის ფარგლებში, „ხობი 2 ჰესის“ გვირაბის გაყვანა დასრულდა

access_time2022-05-06 10:40:00

თიბისის მხარდაჭერით, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში „ხობი 2 ჰესის“ 7 კილომეტრამდე სიგრძის გვირაბის გაყვანა დასრულდა. პროექტის ინფრასტრუქტურული ნაწილის განხორციელებას კომპანია „ფერი“ უზრუნველყოფს. დამფუძნებლები კი, „ფერისთან“ ერთად, ისეთი მსხვილი კომპანიები არიან, როგორებიცაა: „კავკასუს როად პროჯექტ, „მეიდანი“ და „ჯი დი ენერჯი“.


პროექტის ჯამური ინვესტიცია 84 მილიონი აშშ დოლარია, საიდანაც თიბისის თანამონაწილეობა 28 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს.


„ხობი 2 ჰესის“ სიმძლავრე - 46.7 მეგავატი, წლიური გამომუშავება კი 195 გვტ/სთ-ია. პროექტი 2015 წელს დაიწყო და ის 2023 წლის ზაფხულის ბოლოს დასრულდება.



„კომპანია „ფერი“ 3 ათწლეულზე მეტია ბაზარზე ოპერირებს. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან, ქვეყანასთან ერთად გავიარეთ ზრდისა და განვითარების გზა. დღეს ჩვენი პორტფელი, ისეთი ერთგული პარტნიორების მხარდაჭერით, როგორიც თიბისია, ათეულობიით პროექტს აერთიანებს როგორც ენერგეტიკის, ასევე ინფრასტრუქტურის მიმართულებით. განვითარების პროცესში, ჩვენი მიზნები და სურვილები მუდმივად უცვლელი იყო. ერთ-ერთი ასეთი მიზანია ქვეყანა ნაკლებად იყოს დამოკიდებული იმპორტირებულ ენერგორესურსზე და მაქსიმალურად ავითვისოთ საკუთარი. სწორედ ამ მიზანს ემსახურება ენერგეტიკის სექტორში ჩვენ მიერ განხორციელებული პროექტები. „ფერის“ ჩართულობით აშენებული ჰიდროელექტროსადგურები დღეს 150 მეგავატს აგენერირებს. ამასთან ერთად, ჩვენს პორტფელში არაერთი მიმდინარე თუ სამომავლო პროექტია გაწერილი, რომელთა რიცხვშია „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტიც. ჯამში, მომავალი 3-4 წლის განმავლობაში, ვგემგმავთ, რომ ჰიდრო რესურსის დახმარებით - 250, ქარის რესურსით - 200, მზის ენერგიით კი 50 მეგავატი გამოვიმუშაოთ“, - ლაშა იორდანიშვილი, „ფერის“ აღმასრულებელი დირექტორი.


„მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ გაიუმჯობესოს ენერგოუსაფრთხოება და შეამციროს იმპორტირებულ ენერგიაზე დამოკიდებულება. ამისათვის, მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ არსებული განახლებადი რესურსი, რაც საქართველოში უხვად მოგვეპოვება. აღნიშნული რესურსის ათვისებას კომპანია „ფერი“ წარმატებით უზრუნველყოფს, რომლის პარტნიორიც, დაფუძნების დღიდან თიბისია. თიბისის მიერ „ფერისთვის“ დღემდე გაცემული დაფინანსება ჯამში 40 მილიონ დოლარს შეადგენს. „ხობი 2 ჰესის“ მიმდინარე პროექტთან ერთად, ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის დასტურია დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი, 108 მეგავატი დადგმული სიმძლავრის „დარიალი ჰესი“. ასევე, 5 ჰიდროელექტროსადგური, რომელიც უკვე ოპერირებს და რომლის ჯამური სიმძლავრე 37,2 მეგავატია“, - გიორგი თხელიძე, თიბისის გენერალური დირექტორის მოადგილე.


თიბისის მხარდაჭერით, ენერგეტიკის სექტორში ჯამში 260 მილიონი დოლარის ინვესტიცია ხორციელდება, საიდანაც თიბისის სასესხო პორტფელი 200 მილიონ დოლარამდე შეადგენს. ბანკის მიერ, ქვეყნის მასშტაბით, ჯამური დადგმული სიმძლავრით 267 MW 30 ჰიდროელექტროსადგურია დაფინანსებული. შედეგად, თიბისის ბაზრის წილი ენერგეტიკის სექტორში 80%-ია.


NS




თეგები:
თიბისი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up