საიუველირო კომპანია „Tiffany & Co.“ რუსეთისგან აღარ შეისყიდის დაუმუშავებელ ალმასსა და რუსულ ბრილიანტს, იმის მიუხედავად, თუ სად მოხდა მისი დამუშავება. როგორც „Tiffany & Co.“ ტვიტერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში განმარტავს, გადაწყვეტილება უკავშირდება უკრაინაში რუსეთის შეჭრასა და საომარ მოქმედებებს.
— Tiffany & Co. (@TiffanyAndCo) March 25, 2022
Bloomberg-ს ცნობით, აკრძალვა არ შეეხება ბრილიანტების მარაგს, რომელიც უკვე შესყიდულია ანდა დამუშავების ეტაპზეა. გართულდება მცირე ზომის ბრილიანტების იმ ნაკადების კონტროლი, რომლებსაც არ ნომრავენ შედარებით იაფფასიანი კომპანიები, დახარისხებისა და მიწოდების დროს.
შეგახსენებთ, „Tiffany & Co.“ მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი საიუველირო კომპანიაა, რომლის მთავარი ოფისი განთავსებულია აშშ-ში. მანამდე კომპანიამ დახურა თავისი ყველა მაღაზია რუსეთში.