სოციალური ქსელი TikTok-ი გახდა 2021 წლის ყველაზე მონახულებადი ინტერნეტ რესურსი. მან პირველი ადგილი დაიკავა და აჯობა შარშანდელ ლიდერს Google-ს. ამის შესახებ ინფორმაციას ამერიკული The Wall Street Journal-ი ავრცელებს, რომელსაც მოჰყვას კომპანია Cloudflare-ის მონაცემები, რომელიც ახორციელებს კონტენტის მიწოდება დისტრიბუციის სერვისს ინტენერტში.
გამოცემის ცნობით, TikTok-ი ლიდერ პოზიციებზე გავიდა ჯერ კიდევ თებერვალში, ხოლო აგვისტოში მისმა პოპულარობამ ზრდა დაიწყო.
როგორც კომპანიაში აზუსტებენ, საიტის პოპულარობის განსაზღვრისთვის მათ დაითვალეს როგორც თავად საიტის მონახულების მაჩვენებელი, ასევე მისი აპლიკაციის გამოყენების მაჩვენებელი. აქვე წერია, რომ გასულ წელს TikTok ამავე რეიტინგში მხოლოდ მეშვიდე ადგილზე იყო, თუმცა კომპანიას დათვლილი ჰქონდა მისი მხოლოდ 4 თვის ტრაფიკი, ვინაიდან ამ რესურსის ათვლა მან 2020 წლის სექტემბრიდან დაიწყო.
შეგახსენებთ, ჩინური სოციალური ქსელი TikTok-ი, რომელიც მოკლე ვიდეოების ატვირთვის საშუალებას იძლევა, 2018 წლის მეორე ნახევარში გამოჩნდა. ის ეკუთვნის კომპანიას ByteDance, რომელიც 2012 წელსაა დაფუძნებული.
bpn.ge