TikTok-ის მფლობელ კომპანია ByteDance-ში აღიარეს, რომ Financial Times-ისა და BuzzFeed News ჟრნალისტების პირადი მონაცემების უკანონოდ მოპოვებისა და ბოროტად გამოყენების გამო ოთხი თანამშრომელი გაათავისუფლეს.
კომპანიის ცნობით, შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ ეჭვმიტანილებმა ჟურნალისტების IP მისამართები, მათთან დაკავშირებული მომხმარებლების ვინაობა და სხვა ინფორმაცია ამოიღეს და საკუთარი მიზნებისთვის გამოიყენეს, კერძოდ დაადგინეს უკავშირდებოდნენ თუ არა ჟურნალისტები ByteDance-ის სხვა თანამშრომლებს.
Financial Times-ში ამბობენ, რომ მათი ჟურნალისტი, კრისტინა კრიდლი, TikTok-მა განზრახ ამოიღო მიზანში, რადგან მან ჩინური კომპანიის ლონდონის ოფისში არსებულ დაპირისპირებაზე დაწერა.