თინა ხიდაშელი: ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას

თინა ხიდაშელი: ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას

access_time2021-05-23 22:50:01

„ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად,“  - აცხადებს „სამოქალაქო იდეის“ თავმჯდომარე თინა ხიდაშელი.

 

თინა ხიდაშელის პოზიციას ნამახვანი ჰესის თემაზე უცვლილად გთავაზობთ:

 

„ამ მოკლე გზავნილში არ იქნება საუბარი თავად ჰესზე, გარემოსთვის დამანგრეველ შედეგებზე, უკანონოდ გასხვისებულ მიწებზე, მინიმუმ გაუგებარ და დიდი ალბათობით კორუფციულ სალიცენზიო პოლიტიკაზე ან გნებავთ სტრატეგიულ ენერგეტიკაზე.

ამ მოკლე გზავნილში სხვა, ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვან საკითხზე – უკიდურესად ღარიბი ქვეყნის, ძალიან დაგვიანებულ სოციალურ პროტესტზე და მის არარსებულ პოლიტიკურ მხარდაჭერაზე მინდა დაგაფიქროთ.

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბოლო 30 წლის მანძილზე საქართველოს მოსახლეობა ნამდვილად გამორჩეულია მიტინგების და პროტესტის რეკორდული სიხშირითაც და მასშტაბითაც. ვაპროტესტებდით ყველაფერს: პოლიციურ ძალადობას, გაყალბებულ არჩევნებს, ოკუპაციას, მკაცრ ნარკო-პოლიტიკას, გამქრალ მართლმსაჯულებას და სხვ. დემოკრატიის სახელით რუსთაველზე ერთმანეთს ვესროლეთ, ხოლო სამეგრელოში პოლიტიკური ტერორი მოვაწყეთ…

მაგრამ ის, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვუყურებთ, საქართველოსთვის უცხო და ერთგვარად მოულოდნელიც კი არის, შესაბამისად, მისი ავთენტურობა ბევრისთვის დაუჯერებლად გამოიყურება.


სრულიად ერთმნიშვნელოვანია, ნამახვანის პროტესტის მასშტაბი სიურპრიზი აღმოჩნდა ყველასთვის. თუმცა, ჩემთვის კიდევ უფრო დიდი სიურპრიზი ის არის, რომ ყველაფრის მნახავი და ამხელა „გამოცდილების ქართული პოლიტ-ელიტა,” ჯერ ისევ ამ სიურპრიზით გაოცების ქვეშ არის, და ვერაფერი აზრიანი, საინტერესო, თუნდაც თავად მათთვის სასარგებლო ვერ შემოგვთავაზა.

არადა სინამდვილეში ამ პროტესტის მნიშვნელობა, დარწმუნებული ვარ, გაცილებით მეტია, ვიდრე ერთი ჰესის მშენებლობის შეჩერება ან ამ საკითხზე სწორი, რომელიც არ უნდა იყოს ის, გადაწყვეტილებების მიღების შანსი.

ნამახვანის პროტესტს აქვს პოტენციალი ადამიანებს ჩაუნერგოს იმედი, რომ სწორედ საზოგადოების ერთ, კონკრეტულ ჯგუფში გაჩენილი დისკუსია შესაძლებელია:

  • საერთო ეროვნული დისკუსიის საგანი გახდეს, რაც ასე გვაკლია აქ ამ ქვეყანაში, ერთი თემის ან ქალაქის საწუხარი ეროვნული პოლიტიკური პროცესის ნაწილად აქციოს;
  • სამაგალითო გახდეს სხვებისთვის, წაახალისოს და პოლიტიკური დისკუსია სხვადასხვა თემების, სოფლების, ქალაქების ნამდვილ პრობლემებზე დისკუსიით დაიხუნძლოს,
  • კიდევ ერთხელ გავიმეორებ, პოლიტიკოსები იძულებული გახადოს საუბარი დაიწყონ სწორედ მსგავსი პრობლემების მოგვარებაზე, ნაცვლად იმისა, ვინ რომელი კარიდან რომელში შევა ან არ შევა.

ნამახვანის ხანგრძლივმა, მოთმინებით სავსე პროტესტმა, სულ მცირე იმედი ჩამისახა, რომ იქნებ ქართველები მოქალაქეებად ყალიბდებიან,  იქნებ მაგალითად იქცნენ სხვებისთვისაც კახეთში, სამეგრელოში, გურიაში, სიღარიბისა და უსასოების გამო მიტოვებულ ასეულობით სოფელსა და ქალაქში და იქნებ, ქვეყანას ასე დაგვიანებულმა, მაგრამ აბსოლუტურად აუცილებელმა სოციალური პროტესტის ტალღამ გადაუაროს.

ქვეყანა სადაც ათიათასობით ადამიანი უბრალოდ მშიერია, სადაც სიღარიბის გამო ბავშვები სკოლებში ვეღარ დადიან და უმუშევრობა და უსახსრობა ყველა დროის აბსოლუტურად მაღალ მაჩვენებელზეა, სწორედ ამგვარი პროტესტი აჩენს იმედს რომ პოლიტიკურ დღის წესრიგში პირველად გაჩნდეს თემები, რომელიც ყოველდღიურად არ აძინებს და მოსვენებას უკარგავს მოსახლეობას.

ნაცვლად ამისა, ალბათ როგორც მოსალოდნელიც იყო, ყველა მხრიდან ენით აუწერელ ინფანტილიზმთან გვაქვს საქმე:

  • ხელისუფლებას დემოკრატია ის გონია ქუჩაში გამოსულ ხალხს რომ არ ესვრის, თორემ მოსმენა, ანგარიშვალდებულება, თანამონაწილეობა არც კი სმენია;
  • მეორენი, მხოლოდ კრემლის და რუსეთის ძახილით ცდილობენ პრობლემების გადაგორებას;
  • მესამენი, უბრალოდ არ იმჩნევენ, და სხვა არც ერთი, არც ერთი მეტნაკლებად ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა არც კი ცდილობს არათუ ამ კონკრეტულ პროტესტზე კაპიტალიზაციას, არამედ თუნდაც მისი თანმდევი ეფექტის გამოყენებას.

ანალოგიურად, ენითაუწერელია თავად პროტესტის ორგანიზატორების ინფანტილიზმიც, რომლებიც მუდმივად, ჯიუტად აცხადებენ რომ მათი კარი დახურულია პოლიტიკური პარტიებისათვის. ამგვარი განცხადების უკიდურესი უგუნურობა უქმნის სწორედ ლეგიტიმაციას, მომეტებულ სპეკულაციებს შავი ფულის, კრემლთან კავშირის და სხვა მსგავსი კონსპირაციული შემადგენლის შესახებ, რომელიც სხვადასხვა ტელე-ეთერიდან გვესმის.

ყველა მოთხოვნა რომელიც პროტესტის ორგანიზატორებს აქვთ პოლიტიკურია, თანამდებობის პირების გადადგომიდან – ხელშეკრულების შეწყვეტამდე. თუკი ბრძოლა რეალური შედეგის მიღწევაზეა გათვლილი, მაშინ მხოლოდ ორი გზა არსებობს: თავად ქმნი პოლიტიკურ პარტიას, იწყებ ბრძოლას ხელისუფლებაში მოსასვლელად და პრობლემის გადასაწყვეტად; იწყებ მოკავშირეების ძიებას იმ რეალობაში რომელშიც იმყოფები,  შესაბამისად ეძებ გზებს პარტნიორობისთვის, ლეგიტიმურ პოლიტიკურ სუბიექტებთან (მაგალითად საპარლამენტო პარტიებთან), რათა შენი პროტესტი ყველგან ისმოდეს, პარლამენტში, საკრებულოებში, მედიაში მესამე პირებისგან და სხვა.

ბუნებრივია არსებობს სხვა გზაც. რეალურად არც გიფიქრია შედეგის მიღწევაზე, უბრალოდ კონკრეტული დღის წესრიგისთვის “დედაქალაქის პარალიზება უნდა მოახერხო”. მაშინ ბუნებრივია პოლიტიკური მოკავშირეები არ გჭირდება, პირიქით ხელს გიშლიან. პოლიტიკური პროცესის მართვა ტრიბუნიდან, მხოლოდ ლამაზად ნათქვამი მოსწრებული სიტყვა არ არის, არც მოთხოვნების სიმძაფრე. ათასობით ადამიანის ქუჩაში გამოყვანა ამ ადამიანებზე პასუხისმგებლობასაც ნიშნავს. შენს აქციაზე ყველა მიკროფონს მეტნაკლებად თანაბარი ძალა აქვს, იმის მიუხედავად ეს მიკროფონი ტრიბუნაზე დგას თუ ჟურნალისტებს უჭირავთ ხელში. ყველას სიტყვას ვერ გააკონტროლებ, მაგრამ ყველა ნათქვამ სიტყვაზე შენი პოზიციის სიმტკიცე უმნიშვნელოვანესია. ხოლო მაშინ როდესაც ქვეყანაში ერთმნიშვნელოვნად რუსულ ან პრო-ფაშისტურად მიჩნეული პოლიტიკური ჯგუფები რეგულარულად შენს გვერდით დგანან, მკვეთრი პოზიციონირება უბრალოდ სავალდებულოა. ჯერ ჯერობით თქვენი ხმა არ ისმის…

წლების წინ, მემარჯვენე და ლიბერალური ძალების წარმომადგენელი პოლიტიკოსები კონფერენციებზე ამბობდნენ ჩვენთან კომპარტიამ იმიტომ ვერ გაიხარა, რომ ლეიბორისტებმა საგულდაგულოდ ჩაკეტეს ეგ ფრთაო. შემდეგ ეს ხუმრობანარევი ნათქვამი ერთგვარ რეალობად იქცა და მარცხენა ფრთაზე 30 წლის მანძილზე ვერც გაჩნდა ანგარიშგასაწევი დემოკრატიული პოლიტიკური პარტია. ის რასაც დღეს ვუყურებთ ამ პოლიტიკის უცვლელი გაგრძელებაა.

რა გვასწავლა ნამახვანის პროტესტმა:

  • ქვეყანაში ნამდვილი პრობლემების შესახებ პოლიტიკური დისკუსიის შიმშილია;
  • სოციალური პროტესტის ტალღა გარდაუვალია;
  • სიღარიბის, სიდუხჭირის, უსასოობის წინააღმდეგ ბრძოლის ველი პოლიტიკურად და ის არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება რუსულ, პრო-ფაშისტურ ძალებს დავუთმოთ.

ნამახვანის პროტესტმა დიდი გამოწვევა გაუგზავნა ქართულ პოლიტიკურ ელიტას. რაც შეიძლება სწრაფად გამოვიდეს შევალ-არ შევალ, გაგებუტე-შეგირიგდი დისკურსიდან, მოუსმინოს საკუთარ ამომრჩეველს და სრულიად ახალი დღის წესრიგი შესთავაზოს საქართველოს, როგორც საკუთარი თავის, ისე ქვეყნის გადასარჩენად,“ - წერს თინა ხიდაშელი

 





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up