Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვი რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

access_time2022-11-01 14:20:00

Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი, მეწარმე ოლეგ ტინკოვი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარს ამბობს.


“მივიღე გადაწყვეტილება, რომ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი მეთქვა. არ მინდა კავშირი მქონდეს იმ ქვეყანასთან, რომელმაც მშვიდობიანი მეზობლის წინააღმდეგ უმიზეზოდ დაიწყო ომი, რომელიც ყოველდღიურად უდანაშაულო ადამიანებს ხოცავს. ამ ქვეყნის პასპორტის ტარება ჩემთვის სირცხვილია”, – განაცხადა ტინკოვმა.


მისი თქმით, იმედოვნებს, რომ ანალოგიურ გადაწყვეტილებას სხვა რუსი მილიარდერები და გავლენიანი პირებიც მიიღებენ, რათა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის რეჟიმი ეტაპობრივად დასუსტდეს და საბოლოოდ დაემხოს.


“ეს შეშლილი დიქტატორის სასტიკი ომია. პუტინის რუსეთი მეზიზღება, თუმცა მიყვარს ყველა ის რუსი, ვინც ამ გიჟური ომის წინააღმდეგაა”, – დასძინა მან.


ოლეგ ტინკოვი მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ტექნოლოგიური ნეობანკის, Tinkoff-ის დამფუძნებელია, რომელიც მოსკოვში 2006 წელს დაარსდა. 2021 წელს ტინკოვის ქონება 4 მილიარდ დოლარს აღწევდა, თუმცა Forbes-ის შეფასებით, ამჟამად მისი ქონება 650 მილიონ დოლარამდეა შემცირებული.


მისი დაღმასვლა იმ ფაქტითაა განპირობებული, რომ რუსეთის მთავრობის წინააღმდეგ გავრცელებული კრიტიკული განცხადებების გამო, მას Tinkoff Bank-ის იძულებით გაყიდვა მოუწია.



The New-York Times-თან ინტერვიუში ბიზნესმენმა განაცხადა, რომ მას ბანკის გაყიდვის გადაწყვეტილება საკუთარი ნებით არ მიუღია. ტინკოვის თქმით, რუსეთის მიერ დაწყებული ომის საჯაროდ გაკრიტიკების გამო, მთავრობის წარმომადგენლებმა ის სამაგალითოდ დასაჯეს და მას Tinkoff Bank-ის გაყიდვა აიძულეს, თანაც რეალურ საბაზრო ფასთან შედარებით გაცილებით უფრო იაფად.


„ფასის განხილვის უფლება არ მომცეს. მძევალივით ვიყავი, იძულებული გავხდი იმაზე დავთანხმებულიყავი, რაც მათ შემომთავაზეს – მოლაპარაკების უფლება არ მქონდა. ზუსტ ფასს ვერ დავასახელებ, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ აქტივის რეალური საბაზრო ღირებულების დაახლოებით 3% გადამიხადეს, „კაპიკებში“ მომიწია ჩემი ქონების დათმობა“, – განაცხადა ოლეგ ტინკოვმა.


Tinkoff Bank-ის ახალი მფლობელი Interros Group-ი გახდა, რომელიც სანქცირებულ რუს ოლიგარქ ვლადიმირ პოტანინს ეკუთვნის.


ტინკოვის განმარტებით, სოციალურ ქსელში კრიტიკული განცხადების გავრცელებიდან რამდენიმე საათში პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის წარმომადგენლები Tinkoff Bank-ის ხელმძღვანელობას დაუკავშირდნენ და დაემუქრნენ, რომ თუ ბანკი არ შეიცვლიდა სახელს და არ გაწყვეტდა მის მფლობელთან კავშირს, ის ნაციონალიზაციას დაექვემდებარებოდა და სახელმწიფო საკუთრებაში გადავიდოდა.


აღსანიშნავია, რომ ტინკოვი წლების განმავლობაში ლონდონში ცხოვრობდა და ცდილობდა რუსეთის მთავრობისგან დისტანცირებას, მიუხედავად ამისა, ის მაინც აღმოჩნდა დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში.


ტინკოვი აწ უკვე რიგით მეხუთე მილიარდერია, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობაზე უარის თქმა გადაწყვიტა, მათ შორისაა, Revolut-ის დამფუძნებელი ნიკოლაი სტორონსკი; Mail.ru ჯგუფის დამფუძნებელი იური მილნერი; Freedom Holding-ის ხელმძღვანელი ტიმურ ტურლოვი და სომეხი ფინანსისტი რუბენ ვარდანიანი.


წყარო: forbes.ge






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up