Yandex-ის თანადამფუძნებელი არკადი ვოლოჟი მილიარდერი აღარ არის. ბოლო სამი თვის განმავლობაში მისი ქონება, Forbes-ის მიხედვით, 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. მისი ამჟამინდელი ქონება 580 მილიონ დოლარს შეადგენს.
Forbes-ის უკანასკნელ რეიტინგში, რომელიც 2021 წლის გაზაფხულზე გამოქვეყნდა, ვოლოჟის ქონება 2,3 მილიარდ დოლარად იყო შეფასებული.
ბოლო სამი თვის განმავლობაში ვოლოჟის ქონება 2 მილიარდი დოლარით შემცირდა. მხოლოდ 24 თებერვალს - იმ დღეს, როდესაც ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა „სამხედრო ოპერაცია უკრაინაში“ - მილიარდერის კაპიტალი 400 მილიონი დოლარით შემცირდა.
Tinkoff Bank-ის დამფუძნებელი ოლეგ ტინკოვიც აღარ არის მილიარდერთა სიაში მას შემდეგ, რაც TCS Group-ის ფასიანი ქაღალდები ლონდონში რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ 90%-ით დაეცა. 1-ელი მარტის საღამოს მონაცემებით, Forbes-მა ტინკოვის ქონება 820 მილიონ დოლარად შეაფასა, რაც 5,5-ჯერ ნაკლებია Forbes-ის 2021 წლის უახლეს რეიტინგში გამოქვეყნებულ მაჩვენებელთან შედარებით (4,7 მილიარდი დოლარი).