ტიტანიკის გემის ჩაძირვის დროს დაღუპული ფოსტის თანამშრომლის ოსკარ სკოტ ვუდის ჯიბის საათი, ინგლისში, აუქციონზე 98 000 ფუნტად (116 000 დოლარად) გაიყიდა.
აღნიშნული ვაჭრობა აუქციონის სახლმა Henry Aldridge & Sons-მა მოაწყო.
საათის გარდა, აუქციონის ჩაქუჩის ქვეშ მოხვდა ასევე ტიტანიკის სხვა ნივთებიც. მაგალითად, პირველი კლასის რესტორნის მენიუ 50 ათას ფუნტად (59 ათასი დოლარი) შეიძინეს, ხოლო პირველი კლასის მგზავრების სია - 41 ათას ფუნტად (48 ათასი დოლარი). აღნიშნული სია ბრიტანელ ჯორჯ ბრეტონს ეკუთვნოდა. მას სურდა დამატებითი ფულის გამომუშავება ტრანსატლანტიკური რეისის დროს და ამ მიზნით შეადგინა სავარაუდო მსხვერპლის სია.
ასევე, აუქციონზე 23 ათასი ფუნტად (27 ათასი დოლარი) გაიყიდა რესტორნის დარბაზის სვეტის ფრაგმენტი, ხოლო დესერტის თეფში აუქციონზე 20 ათასი ფუნტას (23,6 ათასი დოლარი) გასხვისდა.