თითქმის გადაწყვეტილია - ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ

თითქმის გადაწყვეტილია - ავიაკომპანიები ბილეთებს აძვირებენ

access_time2022-02-10 13:00:32

საავიაციო ნავთის მკვეთრი გაძვირების პირობებში ავიაკომპანიებს ფასების შენარჩუნების რესურსი არ დარჩათ. საწვავის მაღალი ფასის გამო საერთაშორისო რეისებზე მომუშავე კომპანიები მასიურად გეგმავენ ცვლილებას. დაახლოებით ერთ კვირაში ცნობილი გახდება, რა მაჩვენებლით მოიმატებს ფასი, თუმცა საქართველოში შიდა ფრენებზე ეს ცვლილება არ ვრცელდება და ხარჯში სხვაობას კვლავინდებურად სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაასუბსიდირებს.

 

ქართული ავიაკომპანია ,,ეა ჯორჯია  დამფუძნებელი გიორგი კოდუა ,,კომერსანტთან“ განმარტავს, რომ უკვე ყველა წინაპირობაა, რომ საერთაშორისო რეისები გაძვირდეს და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება მალე მოუწევთ.

 

,,ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში  ტარიფები ძვირდება, შეუქცევადი ტენდენციაა, რაც თვითღირებულების მაღალი ხარჯით არის განპირობებული.  აეროპორტის მოსაკრებელი, ე.წ. ტაქსა  გაგვიძვირდა, 24 დოლარია, ცოტა ადრე 22 დოლარი ღირდა. მატულობს სხვა ხარჯიც, ჯამურად მგზავრი ხედავს ერთ ტარიფს, მაგრამ დაშლილად რომ წარმოვიდგინოთ, იგი რამდენიმე კომპონენტისგან შედგება, მათ შორის, საწვავის ფასი ერთ-ერთი მდგენელია. საავიაციო ნავთის 5%-ით გაძვირების შემთხვევაში ტარიფს არ ვეხებით, მაგრამ ამაზე მეტად თუ მოიმატებს ფასი, ხელშეკრულებით გვაქვს შესაძლებლობა, რომ კორექტირება მოვახდინოთ. სხვაობა უკვე 30-40%-ა. ტარიფები იცვლება ჩარტერულ რეისებზეც და ფასების შენარჩუნება უკვე წარმოუდგენელია. ახლა ყველა წინაპირობაა, რომ ბილეთები გაძვირდეს და ასეც მოხდება, აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებას დაახლოებით ერთ კვირაში დავაანონსებთ. რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ბილეთებს აძვირებს ყველა ავიაკომპანია,  მათ შორის ,,ეარ ჯორჯია“, - ამბობს კომპანიის დამფუძნებელი.  

 

როგორც აღვნიშნეთ, საქართველოში შიდა ფრენებზე ტარიფები შენარჩუნდება, რაზეც ,,კომერსანტთან“ ,,ნატახტარის აეროდრომის“ მენეჯერი ირინა მღებრიშვილი საუბრობს.


,,ჩვენ სახელმწიფო რეგულირებადი ფასით ვართ წარმოდგენილი. საწვავი ძვირდება და შესაბამისად მატულობს თვითღირებულებაც, მაგრამ ამით ტარიფებს საფრთხე არ ემუქრება. საავიაციო ნავთის გაძვირების ტვირთი ბიუჯეტს აწვება და არა მომხმარებელს, როგორც აქამდე იყო, სფეროს სახელმწიფო ასუბსიდირებს. ამ ეტაპზე დანამდვილებით შემიძლია განვაცხადო, რომ ფასი არ იცვლება. პანდემიური პერიოდის მიუხედავად, ,,ნატახტარის აეროდრომი“ სტაბილურად მუშაობს. კერძოდ, სტანდარტულად მაღალი მოთხოვნაა ქუთაისისა და ამბროლაურის მიმართულებაზე, რომელიც დაახლოებით 60-70%-იანი  დატვირთვით დაფრინავს, მესტია და ბათუმი 90%-ით არის დატვირთული“, - ამბობს ირინა მღებრიშვილი.

 


აეროდრომი 30-50 მგზავრიანი თვითმფრინავებს ემსახურება. ნატახტრის აეროდრომიდან ფრენები სრულდება ბათუმის, ქუთაისის, მესტიისა და ამბროლაურის მიმართულებით.


საერთაშორისო რეისებზე ბილეთების ფასის მოსალოდნელ ზრდაზე საუბრობს ,,კომერსანტთან“ ავიაექსპერტი  იასე ზაუტაშვილი.


,,საერთაშორისო ფრენებში თვითღირებულების ხარჯი საგრძნობლად გაზრდილია. ამაში  2 მთავარი კომპონენტი ასრულებს გადამწყვეტ როლს: საწვავის ფასი და აეროპორტების მოსაკრებელი, რომელიც გაძვირებულია. შესაბამისად ცვლილება აისახება ტარიფშიც. ქართულ კომპანიებს ამ მხრივ ძალიან უჭირთ. დაახლოებით 20%-ით მაინც გაიზრდება თვითღირებულება და ეს ტარიფზეც აისახება. შიდა ფრენებზე ტარიფი შენარჩუნდება, მაგრამ სახელმწიფო საერთაშორისო რეისების ხარჯს ვერ დაასუბსიდირებს“, - ამბობს ,,კომერსანტთან“ ავიაექსპერტი.

 

ცნობისთვის, საჰაერო ტრანსპორტის საერთაშორისო ასოციაციის (IATA) მონაცემებით, გასული კვირის ბოლოსთვის საავიაციო ნავთის ფასი წინა კვირასთან შედარებით 2,6%-ით გაიზარდა და ბარელზე $105,7 შეადგინა.


საავიაციო ნავთის ფასების ზრდამ 12 თვეში 77,8% შეადგინა. IATA-ს შეფასებით, 2022 წელს ავიასაწვავის საშუალო ფასი ბარელზე 102,2 დოლარი იქნება – შესაბამისად, ინდუსტრია საწვავში 65 მილიარდ დოლარს გადაიხდის.

რაც შეეხება შიდა ტარიფებს, ნატახტარის აეროდრომიდან მესტიის მიმართულებით ბილეთის ღირებულება 90 ლარია. ავიარეისი კვირაში ოთხჯერ სრულდება, ამბროლაურის მიმართულებით ორჯერ და ტარიფი 50 ლარს შეადგენს.

3 წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა, 3-დან 12 წლამდე მოქმედებს 30 %-იანი ფასდაკლება.

ეს შეღავათი ვრცელდება თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის ავიარეისზეც, რომელიც თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში სამჯერ სრულდება. ბილეთის ღირებულება ზრდასრულთათვის 125 ლარს შეადგენს.

მარი ჩიტაია






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up