„ტკბილი ქვეყნის“ პროდუქცია 8-10%-ით გაძვირდა

„ტკბილი ქვეყნის“ პროდუქცია 8-10%-ით გაძვირდა

access_time2022-09-14 11:00:12

„წინა წელთან  შედარებით, „ტკბილ ქვეყანას“ ტკბილეულზე ფასების გაზრდა დაახლოებით 8-9%-ით მოუწია“, - ამის შესახებ „კომერსანტს ,ტკბილი ქვეყნის“ კომერციულმა დირექტორმა კახაბერ ყრუაშვილმა უთხრა.  მისივე თქმით, ამის მიზეზი, ინფლაცია, ნედლეულისა და ტრანსპორტირების ხარჯების გაძვირებაა, თუმცა ყრუაშვილი აღნიშნავს, რომ ამ ყველაფრის მიუხედავად ტკბილეულის მიმართ ბაზარზე მოთხოვნა გაზრდილია და შესაბამისად კომპანიამ წინა წელთან შედარებით წარმოება 30%-ით გაზარდა.


„გაყიდვები რომ შევაფასოთ, რეალიზაცია მომატებული გვაქვს, წელს ჩვენ ახალი საამქროებიც დავამატეთ,  იმიტომ რომ ბაზრის მომარაგებას ვეღარ ვახერხებდით, შესაბამისად „ტკბილი ქვეყნის“ წარმოება 30% -ით გაიზარდა“- აღნიშნა კახაბერ ყრუაშვილმა.

 

ყრუაშვილმა „კომერსანტთან“ კადრების დეფიციტზეც ისაუბრა და განმარტა, რომ როგორც ყველა სექტორში მათთანაც კადრების  დეფიციტია, რის გამოც შოკოლადიანი პროდუქციის  წარმოება მცირე შეფერხებებით მიმდინარეობს.

 

„ახლა, როდესაც  ცხელი ამინდები დასრულდა და შოკოლადიანი პროდუქციის წარმოება დავიწყეთ, კადრების დეფიციტის გამო პროცესი ცოტა შეფერხებით მიდის, თუ ვინმეს რამის გაკეთება შეუძლია და რამე იცის აქ აღარ ჩერდება და ქვეყნიდან გარბის“ - აღნიშნა კახაბერ ყრუაშვილმა.


 

კომპანია „ტკბილ ქვეყანას“ ოფიციალურად ექსპორტი არც ერთ ქვეყანაში არ აქვს, თუმცა როგორც ყრუაშვილი ამბობს, მათი პროდუქცია სხვა ქვეყნებში მაინც ხვდება.

 

„ჩვენი პროდუქცია ასე ოფიციალურად ექსპორტზე არ გაგვაქვს, მაგრამ მაინც ბევრ ქვეყანაში მიდის. მაგალითად როდესაც საზღვარგარეთ მიდიან ძალიან ბევრს მიაქვს ყუთებით, 30-50-100 ყუთიც კი და შემდეგ იქ ანაწილებენ. მაგალითად საფრანგეთში, გერმანიაში, ინგლისში, ამერიკაშიც კი მიდის  ჩვენი ტკბილეული და ამას საკმაოდ ინტენსიური ხასიათი აქვს. თუმცა დიდ კომპანიასთან, რომელიც დიდი რაოდენობით შეისყიდის ჩვენ პროდუქციას ურთიერთობა არ გვაქვს“, - აღნიშნა კახაბერ ყრუაშვილმა

 

რაც შეეხება ახალ პროდუქტს, „ტკბილი ქვეყანა“ სლოვაკეთში ერთ-ერთ  ქარხანასთან იწყებს თანამშრომლობას და გეგმავს ერთობლივად  შოკოლადის  ე.წ. “ბატონჩიკის“  გამოშვებას, როგორც ყრუაშვილი აღნიშნავს, ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

 

„რაც შეეხება  ახალ პროდუქტს, ეს იქნება შოკოლადის პროდუქტი,  უფრო  “ბატონჩიკის“  ფორმის , სლოვაკეთში  არის  ერთ - ერთი  ქარხანა,  რომელთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს და ვგეგმავთ  რომ  ერთობლივად  ვაწარმოოთ  ეს  პროდუქტი,  საქართველოში  სიახლეა, თუმცა ევროპაში გაყიდვაშია, ხუთშაბათს  გვაქვს  დასკვნითი  შეხვედრა და დავიწყებთ  სამუშაოებს“, - აღნიშნა კახაბერ ყრუაშვილმა.

 

თაკო კვაჭანტირაძე





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up