2021 წელს tkt.ge-ს (შპს ონლაინ თიქეთსი) ზარალი 58.3 ათასი ლარი იყო, ხოლო 2020 წელს კომპანიამ 285 ათასი ლარის ზარალი მიიღო.
შპს ონლაინ თიქეთსის აქტივები საანგარიშო პერიოდში 1 578 431 ლარი იყო, ხოლო კაპიტალი 1 095 123 ლარი.
ანგარიშგების მიხედვით, წმინდა საკომისიო შემოსავლებმა 1.114 მლნ ლარი შეადგინა, სადაც საკომისიო შემოსავლები საიტიდან რეალიზებული ბილეთების ღირებულებიდან მილიონ ლარს აჭარბებს. რაც შეეხება ხარჯებს, დასაქმებულ პირთა გასამრჯელოებმა 462 ათას ლარს გადააჭარბა, ადმინისტრაციულმა და სხვა სახის ხარჯებმა 577 ათასი ლარი, ხოლო იჯარის ხარჯმა 40 ათასი ლარი შეადგინა.
შპს ონლაინ თიქეთსის წილის მმართველები 2021 წლის 31 დეკემბერის მდგომარეობით იყვნენ: შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება თიბისი ინტერნეიშენალი 55%, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლემონდუ ბიზნეს 26%, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ლემონდუ გროუს კაპიტალი 9% და შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ნიუსრუმი 10%.
საწარმოს ძირითადი საქმიანობაა: ელექტრონული პორტალის www.tkt.ge-ს საშუალებით სხვადასხვა ღოსნიძიებაზე - თეატრალური, საბალეტო, საკონცერტო, სპექტაკლი, კინოფილმი, პრეზენტაცია ან ნებისმიერი სხვა სახის საჯარო ღონისძიება, რომელიც ხორციელდება დამკვეთის მიერ და/ან მის ტერიტორიაზე, დასასწრები ბილეთების/საშვის რეალიზაცია.