TNET უკვე Glovo-ზეა: რატომაა ეს სიახლე განსაკუთრებული?

TNET უკვე Glovo-ზეა: რატომაა ეს სიახლე განსაკუთრებული?

access_time2023-01-31 17:55:06

დღეს, Glovo-ს აპლიკაციაში უკვე შესაძლებელია TNET-ში შემავალი პლატფორმების სერვისების და პროდუქტების აღმოჩენა. თანამშრომლობის ფარგლებში, Glovo-ს აპლიკაციას უკვე დაემატა SWOOP, VENDOO და LIVO განყოფილებები, სადაც მომხმარებლებს შეუძლიათ შეიძინონ ფასდაკლების ვაუჩერები თითქმის ყველა სახის პროდუქტსა და სერვისზე, იყიდონ ტექნიკა, საყოფაცხოვრებო ნივთები და ამასთან, ისარგებლონ ისეთი ინოვაციური შეთავაზებებით, როგორებიცაა: უძრავი ქონების გადაღება, შეფასება, რეესტრში რეგისტრაცია და აზომვა.

 

 

ნიკა ჩილინდრიშვილი, TNET-ის პროდუქტების განვითარების ხელმძღვანელი:

 

ქართულ ბაზარზე, TNET-ის და Glovo- თანამშრომლობა, არის გადაწყვეტილება, რომელიც მთლიანად შეცვლის მომხმარებლების გამოცდილებას. ის პროდუქტები და სერვისები, რასაც უკვე მრავალი წელია, TNET ქართულ ბაზარზე ქმნის, კიდევ უფრო ადვილად ხელმისაწვდომი გახდება. შედეგად, კმაყოფილი დარჩება არა მხოლოდ მომხმარებელი, რადგან გამარტივდება მისი ცხოვრება და გაუმჯობესდება მისი ყოველდღიურობა, არამედ, მთლიანად, ქართული ბაზარი, რადგან ორი ტექნოლოგიური ლიდერის თანამშრომლობა, მთლიანად შეცვლის ტექნოლოგიურ რეალობას“. 

 

 

Glovo ტექნოლოგიური ლიდერია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მის ფარგლებს მიღმა. კომპანიის მისიაა, ყველა ადამიანისთვის ყველაფერი მარტივად ხელმისაწვდომი გახადოს და უკვე 4 წელზე მეტია, ქართველ მომხმარებლებს უნიკალურ პროდუქტებსა თუ სერვისებს სთავაზობს. ის, რაც წლების წინ წარმოუდგენელი ჩანდა, დღეს უკვე რეალობაა - Glovo-ს აპლიკაციაში, ფაქტობრივად ყველა სახის სერვისის თუ პროდუქტის ნახვაა შესაძლებელი.

 

TNET ყველაზე დიდი ტექნოლოგიური ეკოსისტემაა საქართველოში. მის შემადგენლობაში 9 ციფრული პლატფორმა და 5 მობილური აპლიკაციაა. ამ პლატფორმებს თვეში 2 მილიონამდე უნიკალური მომხმარებელი ჰყავს, რაც ქვეყნის ზრდასრული მოსახლეობის 70%-ს შეადგენს და მოიცავს საქართველოში არსებული ინტერნეტ ტრაფიკის 40%-ს. TNET-ის პლატფორმებს შორისაა, ყველასთვის კარგად ნაცნობი: myauto.ge, myhome.ge, mymarket.ge, myparts.ge, , SWOOP, VENDOO და livo.ge


 

ლუკა ხვადაგიანი, Glovo- ბიზნეს ინოვაციების მენეჯერი:

 

„TNET ქართული ტექნოლოგიური ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია. ესაა კომპანია, რომელსაც მრავალი წელია, მომხმარებლები ენდობიან. სწორედ ამიტომ, მათი პროდუქტებისა და სერვისების Glovo აპლიკაციაში ინტეგრაცია არის უნიკალური შესაძლებლობა, რომლის საშუალებითაც, ჩვენი ერთგული მომხმარებლებისთვის, მაქსიმალურად მრავალფეროვან პროდუქტები და სერვისები გახდება ხელმისაწვდომი. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს მხოლოდ დასაწყისია, მომდევნო წლების განმავლობაში, Glovo X TNET მომხმარებლებს მრავალ საინტერესო, საჭირო და ინოვაციურ პროექტს შევთავაზებთ“.

 

 

სულ მალე, TNET-ში შემავალი პლატფორმების ყველა სერვისი თუ პროდუქტი, Glovo-ს აპლიკაციაში გახდება ხელმისაწვდომი. რაც ნიშნავს, რომ მომხმარებლების წინ საინტერესო თავგადასავალი და რაც მთავარია, მაქსიმალურად მრავალფეროვანი შეთავაზებები ელოდებათ.

 

Glovo-ს სამომავლო გეგმა და სტრატეგია უცვლელია - კომპანიის პრიორიტეტი მომხმარებლებისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზება და ინოვაციურ პროექტებზე მუშაობაა. სწორედ ამ მიმართულების გამოძახილია Glovo-სა და TNET-ის თანამშრომლობა, რომელიც სულ ახლახანს დაიწყო და უამრავ საინტერესო ინიციატივას აერთიანებს.

 

 

Glovo- შესახებ:


Glovo არის წამყვანი მულტიკატეგორული მიტანის სერვისის აპლიკაცია, რომელიც აკავშირებს მომხმარებლებს რესტორნებთან, აფთიაქებთან, სასურსათო და საცალო მაღაზიებთან. Გლოვოს  ხედვაა, ყველა ადამიანს ჰქონდეს მარტივი წვდომა ყველაფერზე თავიანთ ქალაქში და, შესაბამისად, მომხმარებლებმა ისიამოვნონ რითაც უნდათ, როცა უნდათ და სადაც უნდათ. Glovo დაარსდა 2015 წელს  და ის ოპერირებს ევროპის, ცენტრალური აზიისა და აფრიკის 25 ქვეყანაში. 

 

Glovo-ს შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: https://about.glovoapp.com/en/

საქართველოში Glovo პლატფორმა 2018 წელს ამოქმედდა და დღეს ის 10 ქალაქში ოპერირებს: თბილისში, რუსთავში, თელავში, გორში, ქუთაისში, ბათუმში, ბაკურიანში, ზუგდიდში, ფოთსა და სენაკში. Glovo-ს დეტალური დაფარვის ზონა შეგიძლიათ ნახოთ აქ: https://glovoapp.com/ge/en/map/cities/

კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით: tekla.vekua@providers.glovoapp.com


(R)


თეგები:
glovo



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up