ხოროწყუს მუნიციპალიტეტში, ტობავარჩხილის ტბამდე მისასვლელი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია დასრულდა.
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, გზის სიგრძე დაახლოებით 10 კმ-ია, სავალი ნაწილის სიგანე კი - 6.5 მეტრი, რომელზეც მოეწყო გრუნტის საფარი და ლითონის თვალამრიდები.
პროექტს, რომელიც საქართველოს მთავრობის მიერ 5.9 მილიონი ლარით ფინანსდება, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.