„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავინდებურად უცვლელია

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები კვლავინდებურად უცვლელია

access_time2020-05-18 13:45:15

მომხმარებელს უკვე შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმს შეუზღუდავად ეწვიოს და სასურველი ავტომობილი ადგილზე შეარჩიოს, ასევე, ნებისმიერი ტექნიკური მომსახურების მისაღებად, მის ავტორიზებულ სერვისცენტრსაც მიმართოს.


მართალია, საქართველოში ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი შეზღუდული რეჟიმით საგანგებო სიტუაციის გამოცხადების პირველივე დღიდან მუშაობდა, მაგრამ ჩვეულ რეჟიმს ის უკვე ერთი კვირაა, რაც დაუბრუნდა. სერვისსა და ავტონაწილებზე ფასები „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ კვლავინდებურად უცვლელია, მომხმარებელს კი პანდემიის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით მოემსახურებიან.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, ავტომობილის შეძენის მსურველებს შეუზღუდავად შეუძლიათ „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ეწვიონ, უახლესი მოდელები შოურუმში დაათვალიერონ და ნებისმიერი სახის ტექნიკური მომსახურება მიიღონ. მისი თქმით, კომპანია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და მომ­ხმა­რე­ბელს ტექნიკურ მომსახურებას, ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენას ძველი ფასებით სთავაზობს.



„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმი უკვე ღიაა ტოიოტას მოყვარულებისთვის და ავტომობილის შერჩევა კვლავინდებურად ადგილზეა შესაძლებელი. მნიშვნელოვანია, ჩვენი მომხმარებელი ინფორმირებული იყოს იმის შესახებ, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, შექმნილი მძიმე ვითარების გათვალისწინებით, ფასები არ გაზრდილა არც სერვისზე, არც ავტონაწილებისა და აქსესუარების შეძენაზე. კომპანია მზად არის მომხმარებელს იმ ფასებით მოემსახუროს, რაც საგანგებო მდგომარეობის დაწესებამდე მოქმედებდა. გარდა ამისა, 18 მაისიდან „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ტოიოტას მფლობელებისთვის აქციის დაწყებას აანონსებს, რომლის ფარგლებშიც სპეციალურ ფასად იქნება შესაძლებელი ძრავის ზეთისა და ფილტრის შეცვლა მაღალი ხარისხის ორიგინალი წარმოების ზეთითა და ფილტრით“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის განმარტებით, მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული იყოს, რომ პანდემიის პირობებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მომსახურება საპრევენციო ღონისძიებების სრული დაცვით მოხდება.


„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სრულყოფილად ასრულებს ყველა რეკომენდაციას, რაც გაცემულია, როგორც ჯანმოს და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს, ასევე, სამთავრობო უწყებების მიერ. პირველ რიგში, ჩვენი პერ­სო­ნა­ლი სათანადოდ არის ეკი­პი­რე­ბუ­ლი და არ აქვს ახლო შეხება მომხმარებელთან. გარდა ამისა, მუდ­მი­ვად ტარდება შო­უ­რუ­მისა და სერ­ვი­სცენტრის სადეზინფექციო ხსნარებით დამუშავება. სივრცეში, სადაც მომხმარებელს უწევს ყოფნა, შექმნილია ყველა პირობა სავალდებულო დისტანციის დასაცავად. მომხმარებელი, რომელიც ცენტრს ეწვევა, აუცილებლად აღირიცხება, მას ვუზომავთ ტემპერატურას, ვთავაზობთ სადეზინფექციო ხსნარს, გადავცემთ პირბადესა და ხელთათმანს. რაც მთავარია, დეზინფექცია უტარდება ტექმომსახურებისთვის შემოსულ ყველა ავტომომობილს. იმისათვის, რომ მომხმარებლის მიმოსვლის ნაკადები უკეთ ვარეგულიროთ, მომხმარებელს ვთხოვთ, „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ წინასწარ დაუკავშირდეს და სერვისის მისაღებად ჩაეწეროს. ყოველ მათგანს ინდივიდუალურად, დათქმულ დროს და უსაფრთხოების ნორმების სრული დაცვით მოვემსახურებით“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, ტექნიკური მომსახურების მიღებაზე წინასწარ ჩასაწერად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2 522 022; 032 2511, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 10:00-დან 18:00 საათამდე, ან ეწვიოს მისამართზე: აღმაშენებლის ხეივანი, მე-20 კმ. www.toyota-tbilisi.com


(R)


თეგები:
ტოიოტა



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up