„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას ხატვის საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერალს დასრულდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ტოიოტას ხატვის საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია 3 თებერალს დასრულდება

access_time2023-01-23 12:00:26

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ ორგანიზებულ ხატვის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში - „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art - მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია მიმდინარე წლის 3 თებერვალს დასრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, ტოიოტას მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსში მონაწილეობის მსურველმა ბავშვებმა და მოზარდებმა, რომელთა ასაკი 15 წელს არ აღემატება, განაცხადი და საკონკურსო ნახატი („ოცნების ავტომობილი“), მშობლის თანხლებით, „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფისში 3 თებერვლის ჩათვლით უნდა წარადგინონ. მონაწილეთა სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, გამარჯვებულ 9 ნამუშევარს კი კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. მისივე განმარტებით, საკონკურსო პირობებისა და სარეგისტრაციო ფორმის შესახებ დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ოფიციალურ ვებგვერდზე, ბმულით: https://bit.ly/3FamPfv

 

„იმისათვის, რომ ბავშვები ტოიოტას 2023 წლის გლობალური კონკურსის ფინალში მოხვდნენ, მათ ჯერ კონკურსი ეროვნულ დონეზე, საქართველოში უნდა გაიარონ. საკონკურსოდ ოცნების ავტომობილის ნახატის სახით წარმოდგენა, 15 წლის ასაკის ჩათვლით, ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ნებისმიერ ბავშვს შეუძლია. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა აპლიკაციის შევსებული ფორმა და საკონკურსო ნახატი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ოფისში უნდა წარმოადგინონ 2023 წლის 3 თებერვლის ჩათვლით, 18:00 საათამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, აღმაშენებლის ხეივანი #116, ან გმოგვიგზავნონ ამავე მისამართზე ფოსტით. დამატებითი ინფორმაციისთვის დაკავშირება შესაძლებელია საკონტაქტო ნომერზე: 032 2511. დიდი სურვილი გვაქვს, საქართველოში მცხოვრები ბავშვები აქტიურად ჩაერთონ Toyota Dream Car Art-ის კონკურსში და მაქსიმალურად გამოავლინონ თავიანთი შესაძლებლობები. სპეციალურად მოწვეული კომპეტენტური ჟიური „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ შემოსული საკონკურსო ნახატებიდან, სამი ასაკობრივი კატეგორიის მიხედვით, 9 საუკეთესო ფინალურ ნამუშევარს შეარჩევს. ეროვნულ დონეზე გამარჯვებულ ბავშვებს „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ სპეციალური პრიზებით დააჯილდოვებს. შემდეგ კი, 9-ვე ნახატი იაპონიაში, Toyota Dream Car Art-ის მე-16 საერთაშორისო საბავშვო კონკურსზე გაიგზავნება. გლობალური კონკურსის საბოლოო გამარჯვებულებს კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფინალისტებს შორის, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ თვითონ გამოავლენს“, - აცხადებს  თინათინ მაკარიძე.

 


როგორც კომპანიის მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი აღნიშნავს, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ეროვნულ დონეზე აქტიურად არის ჩართული საბავშვო კონკურსის ორგანიზებაში. მისი თქმით, საერთაშორისო კონკურსით ტოიოტა ახალ თაობას სამყაროს საუკეთესო მომავლის შექმნის იდეის ირგვლივ  აერთიანებს, რისი დასტურიც საკონკურსო სლოგანია: „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“.

 

„ტოიოტას სწორედ ის აინტერესებს, თუ როგორი იქნება ბავშვის წარმოსახვაში გლობალური მობილობის მომავალი და რამდენად უსაფრთხო იქნება ის სამყაროსთვის. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ აქტიურად არის ჩართული საქართველოში ტოიოტას საბავშვო კონკურსის საორგანიზაციო საკითხებში. სიხარულით დავეხმარებით ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ბავშვებსა და მოზარდებს, რომ თავიანთი ოცნებები საერთაშორისო საზოგადოებამდე მიიტანონ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მცხოვრებ რაც შეიძლება მეტ ბავშვს მივაწვდინოთ ხმა, რომ Toyota Dream Car Art-ის კონკურის მიმართ მათაც გაუჩნდეთ დაინტერესება. ბავშვებს შეუძლიათ ფართო გასაქანი მისცენ თავიანთ ფანტაზიას და დახატონ ყველაფერი, რაც ეხმიანება საკონკურსო სლოგანს - „დახატე შენი ოცნების ტოიოტა, მართე მომავალი“: უცნაური მფრინავი ავტომობილები, რომლებიც გასაჭირში ჩავარდნილ ადამიანებს ეხმარებიან; ნულოვანი გამონაბოლქვის მქონე კოსმოსური ჰოვერბორდები, რომლებიც აქრობენ გაჩენილ ხანძრებს და განადგურებისგან იცავენ ფლორასა და ფაუნას; ავტომობილები, რომლებიც ასუფთავებენ ოკეანეებს და ზღვებს; გასაოცარი ყველგანმავლები, რომლებიც გადაადგილდებიან მთვარეზე და პლანეტებზე და მრავალი სხვა“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტას ოცნების ავტომობილი“ | Toyota Dream Car Art-ის ეროვნულ დონეზე, საქართველოში ჩატარებული კონკურსის შედეგები 2023 წლის თებერვლის ბოლომდე გასაჯაროვდება. ტოიოტას მე-16 საერთაშორისო კონკურსის საბოლოო შედეგები კი 2023 წლის ზაფხულში გახდება ცნობილი. ინფორმაცია გამოქვეყნდება Toyota Dream Car Art-ის ოფიციალურ ვებგვერდზე: https://www.toyota-dreamcarart.com

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up