„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლა, 31 აგვისტოს ჩათვლით, ფასდაკლებითაა შესაძლებელი

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ყველაზე მოთხოვნადი ავტონაწილების შეძენა-შეცვლა, 31 აგვისტოს ჩათვლით, ფასდაკლებითაა შესაძლებელი

access_time2022-08-17 12:55:29

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ სპეციალური საზაფხულო აქცია გრძელდება. მომხმარებელი ტოიოტას  ყველაზე მოთხოვნადი ორიგინალი ავტონაწილების 15%-იანი ფასდაკლებით შეძენა-შეცვლას 31 აგვისტოს ჩათვლით შეძლებს.

 


როგორც „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი თინათინ მაკარიძე აღნიშნავს, მომხმარებლის მხრიდან საზაფხულო სპეცაქციით დაინტერესება დიდია, რადგან მძღოლები სეზონზე გახშირებულ მოგზაურობას ტექნიკურად გამართული ავტომობილით ამჯობინებენ.

 


„სასიხარულოა ის ფაქტი, რომ მომხმარებლისთვის, ვისაც ზაფხულში ხშირად უწევს გადაადგილება და ოჯახთან ერთად მოგზაურობა, ამდენად პრიორიტეტულია ტექნიკურად გამართული ავტომობილით მგზავრობა. „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ სპეცაქციაც სწორედ ამ კატეგორიის მომხმარებლის ხელშეწყობას ითვალისწინებს. 31 აგვისტოს ჩათვლით, ტოიოტას მძღოლები შეძლებენ 15%-იანი ფასდაკლებით შეიძინონ ყველაზე მოთხოვნადი, ორიგინალი წარმოების ავტონაწილები: სამუხრუჭე დისკები და სამუხრუჭე ხუნდები, ძრავის ზეთი და ზეთის ფილტრები, ძრავისა და სალონის ჰაერის ფილტრები, აკუმულატორები, ასევე, ნათურები, საქარე მინის მწმენდები და საწმენდი სითხეები. მომხმარებლის საყურადღებოდ ვიტყვი, რომ საზაფხულო აქციის ფარგლებში, ძრავაში ორიგინალი ზეთისა და ფილტრის შეცვლას, მაგალითად, Toyota C-HR-ის მძღოლები 135 ლარად, ხოლო Toyota PRADO-ს მძღოლები 180 ლარად შეძლებენ. სპეციალური ფასია დაწესებული ხუნდების შეძენა-შეცვლის მომსახურებაზეც, ასე მაგალითად: Toyota LAND CRUISER 200-ის წინა ხუნდებზე - 300 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე - 200 ლარია; Toyota FJ CRUISER-ის, Toyota 4RUNNER-ის და LAND CRUISER PRADO-ს წინა ხუნდებზე სპეცფასი 270 ლარი, ხოლო უკანა ხუნდებზე - 190 ლარია“, - აცხადებს თინათინ მაკარიძე.

 

„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელიც სერვისზე წინასწარ ჩაეწერება, მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს.

 



„ყველა სათადარიგო ავტონაწილი და სითხეები, რომლებსაც ჩვენს მომხმარებელს სპეცაქციის ფარგლებში, „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ვთავაზობთ, ორიგინალი წარმოებისაა. თუ მძღოლებს ნამდვილად სურთ ტექნიკურად გამართული ავტომობილი მართონ, ჩვენ მათ ვურჩევდით ტოიოტას ორიგინალი ავტონაწილებითა და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურებით ისარგებლონ. თუ მომხმარებელი სერვისზე წინასწარ ჩაეწერება, ის მომსახურებას ლოდინის გარეშე მიიღებს და მის ავტომობილს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული და მრავალჯერ გადამზადებული პროფესიონალი ტექნიკოსები უმოკლეს დროში განაახლებენ“, -  აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.

 





მომხმარებელს, რომელსაც სპეციალური საზაფხულო აქციით სარგებლობა სურს, შეუძლია წინასწარ დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

(R)









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up