„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ზამთრის სპეციალური აქცია გრძელდება

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ზამთრის სპეციალური აქცია გრძელდება

access_time2022-01-17 11:15:51

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ზამთრის სპეციალური აქცია გრძელდება. ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში, 28 თებერვლის ჩათვლით, მომხმარებელს ტოიოტას ორიგინალი წარმოების სხვადასხვა ავტონაწილის შეძენასა და გარკვეული სერვისების მიღებას 20%-იანი ფასდაკლებით სთავაზობს. შექმნილი ეპიდვითარების გათვალისწინებით, მომხმარებლისთვის ზამთრის აქციაში ჩართვის ერთადერთი პირობა „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ ვიზიტის წინასწარი დაჯავშნაა.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის, თინათინ მაკარიძის განცხადებით, ცენტრი მუდმივად ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და აქტუალობიდან გამომდინარე, ორიგინალი ავტონაწილების შეძენა-სერვისზე რეგულარულად სთავაზობს სხვადასხვა სპეციალურ შეღავათსა და აქციას. მისი თქმით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ზამთრის აქციით სარგებლობა და მომსახურების ხელსაყრელ ფასად მიღება ტოიოტას ნებისმიერ მძღოლს, ასევე იურიდიულ პირს შეუძლია. 


 

„ზამთრის სეზონზე ჩვენი მომხმარებლისთვის სპეციალური შეთავაზება ავამოქმედეთ, რაც ორიგინალი წარმოების გარკვეულ ავტონაწილების შეძენაზე და მათი შეცვლის სერვისზე 20%-იან ფასდაკლებას გულისხმობს. მომხმარებელს, რომელიც ზამთრის აქციის ფარგლებში წინასწარ ჩაეწერება მომსახურების მისაღებად, შესაძლებლობა აქვს, 20%-იანი ფასდაკლებით შეიძინოს და შეცვალოს ორიგინალი წარმოების ისეთი მოთხოვნადი ავტონაწილები, როგორიცაა: ძრავის ზეთი, ძრავის ზეთის ფილტრი, სალონის ფილტრი, ანტიფრიზი, საქარე მინის საწმენდი სითხე და აკუმულატორი. გარდა ამისა, სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელი, დამატებით 20%-იან შეღავათს მიიღებს ისეთ მოთხოვნად სერვისებზე, როგორიცაა: ელექტროდიაგნოსტიკა და სავალი ნაწილის შემოწმება“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.



 

მისივე განმარტებით, „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ავტორიზებულ სერვისცენტრშნებისმიერი სახის ტექნიკურ სერვისს „ტოიოტას“ მიერ სერთიფიცირებული პროფესიონალი ტექნიკოსები უახლესი აპარატურით უზრუნველყოფენ და მომხმარებელს უმოკლეს დროში განუახლებენ ავტომობილს.


 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის ინფორმაციით, მომხმარებელი, რომელსაც ზამთრის სპეციალური აქციით სარგებლობა სურს, საჭირო სერვისის დასაჯავშნად უნდა ეწვიოს ვებგვერდს www.toyota.ge ან დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, ხოლო შემდეგ ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, შაბათს კი - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; 

www.toyota-tbilisi.com



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up