„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალ სალიზინგო პროდუქტს  - TOYOTA EASY-ს სთავაზობს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალ სალიზინგო პროდუქტს - TOYOTA EASY-ს სთავაზობს

access_time2021-09-30 11:33:33

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავტომობილის შეძენით დაინტერესებულ მომხმარებელს ტოიოტასა და თიბისი ლიზინგის კოლაბორაციით შექმნილ სრულიად განსხვავებულ და მაქსიმალურად კომფორტულ  სალიზინგო პროდუქტს  - TOYOTA EASY-ს სთავაზობს.


 

TOYOTA EASY, რომელიც ახალი გზაა ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შესაძენად, მარტივად ერგება ნებისმიერი მომხმარებლის მოთხოვნებსა და სურვილებს. 

 


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას განმარტებით, TOYOTA EASY, როგორც განსხვავებული ფინანსური პროდუქტი, სპეციალურად შეიქმნა მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტისთვის და მოქნილი პირობებით საგრძნობლად გაამარტივა არა მხოლოდ ავტომობილის შეძენის, ასევე, მისი მართვის პროცესი.

 


„ნებისმიერ მომხმარებელს, რომელსაც სურს ავტომობილის სწრაფად და ხელსაყრელი პირობებით შეძენა, ასევე, შემდგომში მისი კომფორტულად მართვა, „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ახალ გზას - სრულიად განსხვავებულ სალიზინგო პროდუქტს სთავაზობს.TOYOTA EASY-ით მომხმარებელი მიიღებს ექსკლუზიურ ფასს სასურველ ავტომობილზე და ამასთან ერთად, გამარტივებულ სალიზინგო ოპერაციებს, რაშიც მხოლოდ 1 საათს დაკარგავს. მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ TOYOTA EASY-ით ავტომობილის შეძენისას წინასწარი შენატანი 0%-ია. გარდა ამისა, მომხმარებელი იხდის დაბალ ყოველთვიურ გადასახადს და რაც მთავარია, მართავს მუდმივად ახალ, გარანტიაზე მყოფ ავტომობილს. ახალი პროდუქტით სარგებლობის პერიოდი კი, მომხმარებლის სურვილის მიხედვით, 12 - 60 თვეა“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.



                                                            


როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აცხადებს, სპეციალურად იმ მომხმარებლისთვის, რომელსაც კიდევ უფრო მეტი ბენეფიტის მიღება სურს, შემუშავებულია პროდუქტი TOYOTA EASY FLEX-ი.

 


„ეს კონკრეტული პროდუქტი დამატებით მოიცავს თრეიდ-ინ ფუნქციასაც და ასევე, ფასდაკლებას სხვადასხვა სერვისებზე. TOYOTA EASY FLEX-ით სარგებლობის პერიოდი 3-დან 72 თვემდეა. კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ მომხმარებელს შეუძლია შეინარჩუნოს ავტომობილი, განაგრძოს მისი მართვა და ამ პირობებში ის მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ ნარჩენ ღირებულებას გადაიხდის. გარდა ამისა, მომხმარებელს შეუძლია დააბრუნოს ან განაახლოს ავტომობილი „ტოიოტა ცენტრ თბილისში“. ყველა პირობა, რასაც მომხმარებელს ახალი სალიზინგო პროდუქტით ვთავაზობთ, არის სწრაფი, მოქნილი და კომფორტული, რაც თავისთავად ძლიერ მოტივაციას შეუქმნის მომხმარებელს, მიიღოს სწორი გადაწყვეტილება და  ისარგებლოს ჩვენი შეთავაზებით“, - განმარტავს ნინო გაგუა.

 


მომხმარებელი, რომელსაც TOYOTA EASY-ით სარგებლობა სურს, კოვიდ-პანდემიის პირობებში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116; www.toyota-tbilisi.com/

  

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

 


(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up