„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს

access_time2023-03-29 12:20:16

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ მომხმარებელს ახალი თაობის ბესტსელერის - Toyota Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე იწვევს. ნებისმიერ დაინტერესებულ მომხმარებელს შეუძლია პირადად გამოსცადოს კოროლას SUV ვერსიის ტექნიკური შესაძლებლობები, მისი ინოვაციური დიზაინისა და უახლესი ტექნოლოგიებით შექმნილი უსაფრთხოების სისტემების უპირატესობა. ამის შესახებ ინფორმაციას „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ავრცელებს.

 

მისივე ცნობით, „ტოიოტა ცენტრმა თბილისმა“ ავტომოყვარულებსა და ერთგულ მომხმარებელს უკვე ოფიციალურად წარუდგინა ახალი თაობის Corolla Cross-ი, რომელსაც აქვს ამბიცია, მსოფლიო მასშტაბით ყველაზე გაყიდვადი სახალხო ავტომობილი გახდეს.  

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ დამფუძნებელი ირაკლი გურჩიანი აცხადებს, კლასიკურად შესრულებული, კომპაქტური და დახვეწილი დიზაინის Corolla Cross-ი მაქსიმალურად პრაქტიკული და მძლავრი საოჯახო SUV-ია, რომელიც მაქსიმალურ კომფორტს ქმნის, როგორც ურბანულ ცხოვრებაში, ასევე უგზოობის პირობებში.

 

„ტოიოტამ შექმნა ახალი თაობის SUV-ი, რომელმაც გლობალური წარდგენის შემდეგ მსოფლიო მედიაში დიდი მოწონება დაიმსახურა. Corolla Cross-ი იდეალურია თანამედროვე ურბანულ გარემოში მგზავრობისთვისაც და ოფ-როუდზეც. მისი დიზაინი არაჩვეულებრივია და გამოირჩევა სისადავით; ზომით დიდი, მძლავრი, ზედმიწევნით მოქნილი და მანევრულია, ამასთან ერთად, ძალიან პრაქტიკული საოჯახო ტიპის ავტომობილია, რომელიც ფართო მასებზეა გათვლილი. Corolla Cross-ს აქვს გადაუჭარბებელი ამბიცია ბესტსელერი გახდეს, რადგან მაქსიმალურად არის მორგებული ევროპულ გემოვნებასა და მოთხოვნებს. Corolla Cross-ის ძრავის მოცულობა 2.0 ლიტრია, აღჭურვილია ახალი, მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით და TNGA პლატფორმაზეა აწყობილი. ნებისმიერ მსურველს ვიწვევთ ტესტ-დრაივზე, რომ გამოსცადონ ახალი თაობის Corolla Cross-ის ტექნიკური შესაძლებლობები. ეს მოდელი აღჭურვილია უახლესი თაობის Toyota Safety Sense 3.0 უსაფრთხოების სისტემით, ასევე, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებით. მომხმარებელი თვითონაც დარწმუნდება, რამდენად აადვილებს და უსაფრთხოს ხდის ეს უახლესი ტექნოლოგიები ავტომობილის მართვას და როგორ უზრუნველყოფს მგზავრების უსაფრთხოებას. შევეცადე მოკლედ ჩამომეთვალა ის ღირსებები, რითაც ამ შეუდარებელი SUV-ით  მგზავრობა მარტივი და კომფორტული ხდება“, - აღნიშნავს ირაკლი გურჩიანი.


„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ნინო გაგუას თქმით, ახალი Corolla Cross-ის კონცეფცია გაჯერებულია ტოიოტას ახლებური აზროვნებისადმი სწრაფვით. მასში გათვალისწინებულია SUV ავტომობილების წარმოების პროცესში ტოიოტას მიერ დაგროვილი საუკეთესო გამოცდილება, რაც Corolla Cross-ით მგზავრობას განსაკუთრებულად კომფორტულს ხდის. 

 

„მომხმარებელს საშუალება აქვს ტესტ-დრაივზე ჩაეწეროს, გამოსცადოს ტოიოტას ახალი თაობის SUV-ის ტექნიკური შესაძლებლობები და ობიექტურად შეაფასოს მისი უპირატესობები. ინტერიერი გამორჩეულია ტევადი და კომფორტული უკანა სავარძლებით, აღსანიშნავია ახალი, 10.5-დუიმიანი სენსორული მულტიმედია ეკრანი და მთლიანად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომელიც 3-მანიანი საჭის მიღმაა განთავსებული. დარწმუნებული ვართ, ჩვენი მომხმარებელი ერთი ნახვით შეიყვარებს Corolla Cross-ს და მის მრავალფეროვან კომპლექტაციებს შორის შეძლებს სასურველი  ვერსიის შერჩევას“, - აღნიშნავს ნინო გაგუა.

 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ახალი თაობის Corolla Cross-ი „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ შოურუმშია  წარმოდგენილი და  ხელმისაწვდომია დაინტერესებული მომხმარებლისთვის. მისივე განმარტებით, Corolla Cross-ის ტესტ-დრაივზე ჩასაწერად, ხელსაყრელი თარიღისა და დროის დასაჯავშნად, მომხმარებელს შეუძლია დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი #116;  www.toyota-tbilisi.com

 

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up