„ტოიოტა ცენტრი თბილისი“: სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა VIN-კოდი უნდა შეამოწმოს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“: სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში უფასო ტექნიკური მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა VIN-კოდი უნდა შეამოწმოს

access_time2021-03-12 12:00:33

ტოიოტას ბრენდის ავტომობილის მძღოლებისთვის სერვისის სპეციალური კამპანიის (რიქოლი) ფარგლებში ჩატარებული ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება კვლავინდებურად უფასოა. ეს პროცესი ტოიოტას მხოლოდ იმ ავტომობილებზე ვრცელდება, რომელიც „რიქოლ-კამპანიას“ ექვემდებარება. საიდენტიფიკაციო VIN-კოდის შემოწმებით კი მომხმარებელს საშუალება ეძლევა გაარკვიოს, საჭიროებს თუ არა ავტომობილი სერვისის სპეციალურ კამპანიაში მონაწილეობას, - ამის შესახებ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ.


 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, თინათინ მაკარიძის ინფორმაციით, იმის გასარკვევად, ეხება თუ არა ავტომობილს სერვისის სპეციალური კამპანია, მომხმარებელმა მარტივი პროცედურა უნდა გაიაროს: შეუძლია ეწვიოს ბმულს - https://www.toyota.ge/vincheck და VIN-კოდი სპეციალურ ველში შეიტანოს, ან შევიდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისის“ ფეისბუქის გვერდზე -  https://www.facebook.com/toyotatbilisi და VIN-კოდი პირადი შეტყობინებით გაგზავნოს.  „რიქოლ-კამპანიაში“ ჩართვის საჭიროების დადასტურების შემდეგ, მომხმარებელს შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ მიმართოს და გაარკვიოს, თუ რა კონკრეტული ტექნიკური სამუშაოები ჩაუტარდება მის ავტომობილს.


 

როგორც თინათინ მაკარიძე აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ ტოიოტას მოდელები გამძლეობით, საიმედოობითა და მაღალი მოთხოვნით გამოირჩევა, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ საჭიროდ მიიჩნევს, მომხმარებელზე ზრუნვა ავტომობილის ექსპლუატაციის პროცესშიც განაგრძოს. ამ მიზნით, „ტოიოტა“ მთელ მსოფლიოში, დილერების მეშვეობით, სერვისის სპეციალურ კამპანიას თითქმის უწყვეტად ატარებს.


 

„რიქოლ-კამპანიის“ გამოცხადების მიზანი, ხშირ შემთხვევაში, ექსპლუატაციაში შესული ავტომობილების მონიტორინგი ან შესაძლო გაუმართაობის თავიდან აცილება, ასევე, ზოგიერთი ავტონაწილის გაუმჯობესებული ვერსიით ჩანაცვლებაა. როგორც წესი, სერვისის სპეციალურ კამპანიებს „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ყველა ქვეყანაში, მათ შორის საქართველოშიც ატარებს“, - აღნიშნავს თინათინ მაკარიძე.



 

„ტოიოტა ცენტრ თბილისის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის ინფორმაციით, სერვისის სპეციალურ კამპანიაში შესაძლებელია მოხვდეს არა მხოლოდ ოფიციალური დილერისგან საქართველოში შეძენილი, არამედ ავტობაზრობაზე, აგრეთვე, აუქციონის წესით ან უცხოეთში ნაყიდი ავტომობილებიც.


 

„მნიშვნელოვანია, ტოიოტას მძღოლებს ჰქონდეთ ინფორმაცია, რომ სერვისის სპეციალური კამპანიის ფარგლებში, დილერის მხრიდან ნებისმიერი ტექნიკური მომსახურება, მათ შორის ავტონაწილის შეცვლა, მთლიანად უფასოა. ეს „ტოიოტა მოტორ კორპორაციის“ მიერ დადგენილი წესია, რასაც დილერი ყოველთვის იცავს. გარდა ამისა, გვინდა მომხმარებელმა იცოდეს, რომ „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ გარანტირებულად მაღალი ხარისხის ტექნიკურ მომსახურებას გავუწევთ და ორიგინალ ავტონაწილებს დავახვედრებთ“, - განმარტავს თინათინ მაკარიძე.

 

 

როგორც „ტოიოტა ცენტრ თბილისში“ აცხადებენ, მომხმარებელი, რომელიც სერვისის სპეციალურ კამპანიაში ჩართვას გადაწყვეტს, პანდემიის პირობებში უსაფრთხოების დაცვის მიზნით, აუცილებლად წინასწარ უნდა დაუკავშირდეს „ტოიოტა ცენტრ თბილისს“ ნომრებზე: 032 2511; 032 2 522 022 და ჩაეწეროს სერვისის მისაღებად, შემდეგ კი ეწვიოს ცენტრს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე, ხოლო შაბათს - 09:30-დან 14:00 საათამდე, მისამართზე: დავით აღმაშენებლის ხეივანი, #116;  www.toyota-tbilisi.com


 

„ტოიოტა ცენტრ თბილისში“ მისულ მომხმარებელს მომსახურებას პანდემიის გავრცელების საპრევენციო რეგულაციებისა და უსაფრ­თხო­ე­ბის მა­ღა­ლი სტან­დარ­ტე­ბის სრული დაცვით გაუწევენ.

 

 

®





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up