„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ -  ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს ყველა პირობა შევუქმნათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად გაიზიაროს

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ - ვცდილობთ, ჩვენს მომხმარებელს ყველა პირობა შევუქმნათ, რომ გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა ჩვენთან ერთად გაიზიაროს

access_time2022-09-20 11:10:10

„ტოიოტა ცენტრი თბილისი“ საქმიანობის პროცესში მნიშვნელოვნად მიიჩნევს ეკომეგობრულობის პრინციპების გატარებას, რაც კომპანიის სოციალური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. მსგავსი მიდგომებით, ტოიოტას პირველი ოფიციალური დილერი საქართველოში არა მხოლოდ იზიარებს „ტოიოტას“ ფილოსოფიასა და მის გლობალურ გარემოსდაცვით გამოწვევებს, არამედ უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის ტოიოტას ბრენდის იმ მოდელებსა და ორიგინალი წარმოების ავტონაწილებზე ხელმისაწვდომობას, რომელთა ექსპლუატაცია გარემოზე მავნე ზემოქმედებას ამცირებს.


„ტოიოტა ცენტრი თბილისში“ აღნიშნავენ, რომ ეკომეგობრულობის კონცეფციის დანერგვა თანამშრომლების გარემოსდაცვითი ცნობიერების გაღრმავებით იწყება, რადგან კომპანიის ეფექტიანი მართვა შეუძლებელია თანამშრომელთა ჩართულობის გარეშე. ამ მიზნით კომპანია რეგულარულ ტრენინგებს ატარებს თანამშრომლებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ცენტრში ყურადღება ექცევა ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის რაციონალურად მოხმარებას, ცენტრის ტერიტორიაზე გროვდება პლასტმასის ნარჩენები და შესაბამის კომპანიას გადასამუშავდებლად გადაეცემა, მუდმივად ახლდება სახიფათო და სპეციფიკური ნარჩენების სწორად მართვისა და მათი რეციკლირების მეთოდები. „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ერთ-ერთი პირველი იყო ავტოინდუსტრიის წარმომადგენლებს შორის საქართველოში, რომელმაც ნარჩენების მართვა სახელმწიფო რეგულაციების შესაბამისად დაიწყო და გარემოსდაცვითი საკითხების მართვის პროცესშიც აქტიურად ჩაერთო. სპეციფიკური ნარჩენების რეციკლირების მხრივ კი, უნდა აღინიშნოს, რომ „ტოიოტა ცენტრი თბილისი“ ხელახლა მოიხმარს ავტომანქანის გამოყენებულ და ნარჩენ ზეთებს. მათი რეციკლირება ხდება ამერიკული წარმოების გათბობის სისტემაში, რომლის ფუნქციონირებაც მეორად ზეთზეა გათვლილი.


„ტოიოტა ცენტრი თბილისის“ ინფორმაციით, „ტოიოტა მოტორ კორპორაცია“ ეკოლოგიური პრობლემების გადაჭრას ეკომეგობრული ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით ცდილობს. ავტომწარმოებლის უმთავსესი გარემოსდაცვითი პრიორიტეტი 2050 წლამდე CO2-ის ნულოვანი ემისიაა, როგორც ახალი თაობის ავტომობილების ექსპლუატაციის, ასევე მთლიანად საწარმოო პროცესში. „ტოიოტას“ ჰიბრიდულძრავიანი მოდელები, რომლებიც უდიდესი პოპულარობით სარგებლობს მსოფლიოში, ავტომწარმოებლის გლობალური გარემოსდაცვითი კონცეფციის ნაწილია. „ტოიოტამ“ გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან დაიწყო ჰიბრიდულძრავიანი სერიული წარმოების მძლავრი ავტომობილების შექმნა და 21-ე საუკუნეშიც პირველმა შეაბიჯა ჰიბრიდებით. დღეს „ტოიოტა“ წარმატებით მუშაობს იმ მიმართულებით, რომ ყველა სამოდელო ხაზი ჰიბრიდებით შეავსოს, რადგან ამ ტიპის ავტომობილები გარემოს მინიმალურ ზიანს აყენებს. მართალია, ამ ეტაპზე, საერთაშორისო საავტომობილო ბაზარზე არსებობს ნახევარგამტარებთან დაკავშირებული დროებითი შეფერხებები, რაც გლობალური გამოწვევაა, მაგრამ მიუხედავად ამისა, ყველა გამოწვევის გადალახვაში „ტოიოტას“ კაიზენური მართვის მიდგომები ეხმარება. სწორედ ამიტომ, კორპორაციაში იმედოვნებენ, რომ ამ გამოწვევასაც მალე დაძლევენ. პარალელურად, ავტომწარმოებელი აქტიურად ქმნის ისეთ ინოვაციურ, უსაფრთხო და ალტერნატიულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა საწვავის, მათ შორის „მწვანე წყალბადის“ მოხმარებაზეა დაფუძნებული.



როგორც კომპანიაში განმარტავენ, საქართველოში ჰიბრიდებზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია, თუმცა „ტოიოტას“ ჰიბრიდული ტექნოლოგიებით მომხმარებლის დაინტერესება ერთბაშად არ მომხდარა. წლების მანძილზე მომხმარებლის სკეფსისის დაძლევასა და მისი ცნობიერების ამაღლებაში, „ტოიოტა ცენტრი თბილისს“, როგორც ტოიოტას პირველ ოფიციალურ დილერს საქართველოში, სოლიდური წვლილი მიუძღვის. შედეგად, ჩვენს ქვეყანაში მომხმარებელს ნაბიჯ-ნაბიჯ უყალიბდება სოციალური პასუხისმგებლობა და გაცილებით მეტს ფიქრობს, თუ როგორ შეამციროს გარემოზე მავნე ზემოქმედება. მთავარია ისიც, რომ მოქალაქეებს, რომლებიც ავტომობილს მართავენ, უკვე კმაყოფილებას ანიჭებთ ის გონივრული გადაწყვეტილებები, რომელსაც თვითონ იღებენ, რადგან წინასწარ იციან, რომ თავიანთი ქმედებებით გარემოს ნაკლებად დააზიანებენ. „ტოიოტას“ ფილოსოფიაც სწორედ ასეთ მიდგომებს ეფუძნება: შეუქმნას მომხმარებელს ყველა პირობა, რომ ის მეტად ეკომეგობრული გახდეს, ავტომწარმოებელთან ერთად იტვირთოს სოციალური პასუხისმგებლობა და მნიშვნელოვან გარემოსდაცვით პროცესებში მას პარტნიორობა გაუწიოს.


(R)









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up