„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი გახდა

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი მარიამ მელიაშვილი გახდა

access_time2022-07-18 17:24:17

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი იაპონური ბრენდის საქართველოს წარმომადგენლობაში წლებია მუშაობს და კომპანიის განვითარების გზას კარგად იცნობს. 6 წლის განმავლობაში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების გუნდში სხვადასხვა პოზიცია ეკავა, ბოლო 2 წელი კი “ტოიოტა კავკასიაში“ მუშაობდა, რომელიც ბრენდის ოფიციალური დისტრიბუტორია საქართველოსა და აზერბაიჯანში. „ამ გუნდში ყოფნამ მომცა უზარმაზარი გამოცდილება და საშუალება სხვა კუთხით დამენახა კომპანიის განვითარების შესაძლო გზები.“

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ დღეს საკმაოდ წარმტებული კომპანიაა, ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნდობა როგორც სერვისის ასევე ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით მოიპოვა.

 

„ტოიტოა ცენტრი თეგეტას“ 8-წლიანი არსებობოს მანძილზე არაერთი ჯილდო აქვს მიღებული ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისთვის. ევროპელი და იაპონელი კოლეგების შეფასებით კომპანია „ტოიოტა ევროპის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს.

იაპონური ბრენდის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულებაშია, ეს პრინციპი კი გულისხმობს მუდმივ სწრაფვას სრუყოფილებისაკენ. ჩემთვის მნიშვნელოვანი იქნება ამ პრინციპის დაცვა და ვეცდები მაქსიმალურად გავაუმჯობესო არსებული სერვისები, რაც მოგვცემს საშუალებას მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახდეს“.

 

მარიამ მელიაშვილს ახალ პოზიციაზე საკმაოდ რთული გამოწვევები დახვდა, რაც გლობალურ ბაზრებზე ჯერ კიდევ პანდემიაში შექმნილ დეფიციტს უკავშირდება. მოკლევადიანი მიზნებიც სწორედ მის აღმოფხვრას ეხება, გრძელ ვადაში კი იმ სერვისების განვითარებას ისახავს მიზნად, რაც მომხმარებელს კიდევ უფრო მეტ კომფორტს შეუქმნის.

 

„სიტუაციიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე მთავარი იქნება ის, რომ უმტკვნეულოდ მოვახერხოთ და გადავაგოროთ მიმდინარე პერიოდი, რომელიც დაკავშირებულია ავტომობილების დეფიციტთან. ჩვენი მიზანია ეს დანაკლისი შევავსოთ მეორადი ავტომობილებით, რომელთა შემოწმება და შეკეთება ტოიოტას ოფიციალური პროგრამის - Approved Used-ის ფარგლებში ხდება. ხოლო, გრძელვადიანი გეგმა ავტმობილთან დაკავშირებული პროდუქტების უფრო მეტად განვითარებაა. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა მარტივად, ერთ სივრცეში, მიიღოს ნებისმიერი მომსახურება. ტოიოტა ცენტრი თეგეტაში ეს პროცესი დაწყებულია და ვფიქრობთ ამ მიმართულებით კიდევ უფრო განვითარებას.




მარიამ მელიაშვილი ახალ პოზიციაზე სამუშაოს დაწყებას არსებული ვითარების ანალიზით გეგმავს. მთავარი მოტივაცია მისთვის ერთიანი, შეკრული გუნდია, რომელიც ერთდროულად ბედნიერი და საქმეზე ორიენტირებულია.

 

ტოიოტა ცენტრ თეგეტას ერთი მხრივ ზურგს უმაგრებს რეგიონში ავტოინდუსტრიის ლიდერი „თეგეტა ჰოლდინგი“, მეორე მხრივ კი ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელი „ტოიოტა კავკასია“.  ეს ყველაფერი კი გვაძლევს საშუალებას გვქონდეს ამბიცია საუკეთესო მომსახურებაზე საქართველოში. სწორედ ამის გააზრება და განხორციელება იქნება ჩემი და ჩვენი დიდი გუნდის მიზანი. მჯერა, რომ იაპონური ბრენდის სტანდარტების დაცვით „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ საინტერესო პროექტებს დავნერგავთ”.

 

მისი დევიზი სწორედ გუნდურობიდან მოდის. მიზანი ღიაობა, სამართლიანობა და ჯანსაღი მსჯელობაა, რაც საქმეს კიდევ უფრო ამარტივებს და აუმჯობესებს.

 

გუნდური მუშაობა ჩემთვის ყველაზე მთავარია.  ვცდილობ ყველა ადამიანის მხრიდან შევხედო ვითარებას და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღო გადაწყევტილება. მგონია, რომ სწორი გადაწყევტილებები ჯანსაღი დისკუსიის და აზრთა გაცვლის შედეგად მიიღწევა. სწორედ ამიტომ, ჩემი დევიზი გუნდურობაა.

 

დიდ გუნდთან ერთად გეგმავს, განახლებული ძალებით, ტოიოტა ცენტრი თეგეტას განვითარება ახალ ეტაპზე გადაიყვანოს და იაპონური ბრენდის მომხმარებლისთვის მომსახურება კიდევ უფრო კომფორტული გახადოს.  


(R)






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up