„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი მენეჯმენტი ხარისხის სრულყოფისთვის ერთიანდება

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი მენეჯმენტი ხარისხის სრულყოფისთვის ერთიანდება

access_time2022-07-21 19:00:23

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ როლი მსოფლიოს რუკაზე - ნულოვანი ემისია და მომსახურების  უმაღლესი სტანდარტები - ეს ის მიზნებია, რომლებისკენ სწრაფვასაც კომპანია ახალი მენეჯმენტით უფრო აქტიურად გეგმავს. რამდენიმე კვირაა, რაც კომპანიის გენერალური დირექტორის თანამდებობა მარიამ მელიაშვილმა დაიკავა, გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორად კი არჩილ მჭედლიშვილი დაინიშნა. თითქმის 1 წელია, რაც ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის როლს ლიკა ბერუაშვილი ასრულებს.

 

ცენტრის მიზნებსა და სამომავლო გეგმებზე „კომერსანტთან“  სწორედ კომპანიის განახლებული მენეჯმენტი საუბრობს.




„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ახალი გენერალური დირექტორი, მარიამ მელიაშვილი ამბობს, რომ მისი მთავარი მიზანი განვითარებისკენ სწრაფვა იქნება: ტოიოტა მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებელი კომპანიაა, რომლის წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო კაიზენის ფილოსოფიისადმი ერთგულებაა, რომელიც სრუყოფილებისაკენ მუდმივ სწრაფვას გულისხმობს. ამ ხედვის ნაწილია ის ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც კომპანიის მიერ 2050 წლისთვის წარმოებული ავტომობილების 90% ნულოვანი ემისიის უნდა იყოს. იმის გათვალისწინებით, რომ ჰიბრიდულ ძრვაზე მომუშავე პირველი ავტომობილი სწორედ ტოიოტას სამოდელო რიგში გაჩნდა, კომპანიის  სამომავლო მიზნებიც სრულიად სარწმუნო და რეალურია“.

 

ახალ დირექტორს კომპანიაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს და ბრენდის სტანდარტებსა და მოთხოვნებს კარგად იცნობს. გეგმავს, კიდევ უფრო შეუწყოს ხელი გარემოზე ზემოქმედების შემცირებას და ქართულ ბაზარზე ტოიოტას ჰიბრიდული მოდელების პოპულარიზაციას.

 

ჰიბრიდული ავტომობილების გაყიდვების ტენდენცია საქართველოში  მკვეთრად იზრდება, წლევანდელი წელი კი რეკორდული აღმოჩნდა. რაც მთავარია, ჰიბრიდული ავტომობილების სეგმენტში ტოიოტა ბაზრის ლიდერია“, - მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.

 

ახალ პოზიციაზე კომპანიის გენერალური დირექტორის მთავარ გამოწვევად გლობალურ ბაზრებზე პანდემიის პერიოდში შექმნილი დეფიციტი რჩება.

 

„სხვადასხვა კომპონენტის, მათ შორის ნახევარგამტარების წარმოების პრობლემა, სამწუხაროდ, სრულად აღმოფხვრილი არ არის. ამას ემატება ლოგისტიკური საკითხები, შეფერხება გადაზიდვებში.  მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელს შევთავაზოთ ალტერნატივა და გლობალური შეფერხებით გამოწვეული დისკომფორტი მინიმუმამდე შევამციროთ. ერთი მხრივ, ვცდილობთ, თადარიგი დავიჭიროთ და საჭირო რაოდენობის შეკვეთები წინასწარ გავაკეთოთ. მეორე მხრივ კი, ვფიქრობთ, ეს დანაკლისი მეორადი ავტომობილებით შევავსოთ, რომელთა შემოწმება და შეკეთება ტოიოტას ოფიციალური პროგრამის - Approved Used-ის ფარგლებში ხდება.

 

მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ავტოინდუსტრიის მიმართულებით მსოფლიოში არსებული პრობლემები ჩვენს მომხმარებელს ნაკლებად შეეხოს. ამისათვის არაერთ მნიშვნელოვან ბიზნესგადაწყვეტილებას ვიღებთ. თუმცა გასათვალისწინებელია ისიც, რომ, ჩიპების დეფიციტთან ერთად, ტოიოტას ყველა მოდელზე განსაკუთრებითაა გაზრდილი მოთხოვნა, რაც მოლოდინის რეჟიმს გარკვეულწილად ზრდის. იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში ეს შეფერხებაც აღმოიფხვრება და ყველა მსურველს საკუთარი რჩეული ტოიოტას შეძენა უმოკლეს დროში შეეძლება.

 


ამასთანავე, გეგმაში გვაქვს ავტმობილთან დაკავშირებული პროდუქტების უფრო მეტად განვითარება. მომხმარებელს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, მარტივად, ერთ სივრცეში მიიღოს ნებისმიერი მომსახურება, დაზოგოს დრო და მიიღოს სანდო, მაღალი ხარისხის სერვისი“, - მარიამ მელიაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გენერალური დირექტორი.



გლობალურ პრობლემებს აჯამებს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორიც. ლიკა ბერუაშვილის თქმით, სიტუაცია ნელ-ნელა უმჯობესდება.

„დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია შევაფასოთ და სიამაყით ვთქვათ, რომ მოულოდნელ კრიზისს გავუმკლავდით. შექმნილი სიტუაციის მიუხედავად, არც ერთი შეკვეთა არ გაგვიუქმებია. ვიმუშავეთ ონლაინმიმართულებების მეტად განვითარებაზე, როგორც გაყიდვების, ისე შემდგომი მომსახურების კუთხით. 

 

მოხარულები ვართ, რომ ჩვენს ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია და 2020 წლის მაისში ტოიოტა ცენტრი თეგეტამ 100 ერთეული ავტომობილი გაყიდა ონლაინ. ეს წარმატება კი იმის მანიშნებელი იყო, რომ უფრო მეტად უნდა ვკონცენტრირებულიყავით ამ მიმართულებით კომუნიკაციის დახვეწაზე. იუხედავად იმისა, რომ 2022 წლის დასაწყისიდან სიტუაცია საგრძნობლად გაუმჯობესდა, პანდემიის კვალი ჯერჯერობით ისევ იგრძნობა, მასთან ერთად კი გარკვეულმა კუნძულოვანმა ჩაკეტვებმა, მაგალითად შანხაიში, წარმოების შეფერხება გამოიწვია, რაც საბოლოო ჯამში მიწოდების ვადებზე აისახა.

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს და ამ პერიოდის განმავლობაში მომხმარებლების ნდობაც მოიპოვა როგორც სერვისის, ისე ავტომობილების გაყიდვის მიმართულებით.

 

ტოიოტას საერთაშორისო სტანდარტების სრულყოფილად შესრულებისთვის, ჩვენ არაერთი ჯილდო გვაქვს მიღებული. ევროპელი და იაპონელი კოლეგების შეფასებით, ტოიოტა ცენტრი თეგეტა „ტოიოტა ევროპის“ მიერ დადგენილ სტანდარტებს 100%-ით აკმაყოფილებს. წორედ ესაა ის მაღალი ხარისხი, რომლისკენ სწრაფვასაც არ ვწყვეტთ.

 

ახალი არ არის, რომ ტოიტას ავტომობილები განსაკუთრებულად მოთხოვნადია როგორც მსოფლიო, ისე ქართულ ბაზარზე. ისინი მოთხოვნადია რამდენიმე მახასიათებლის გამო: ტოიოტამ ყველა დაარწმუნა, რომ მისი მანქანები არის სანდო, უსაფრთხო, გამძლე და ამასთანავე, ბიუჯეტური. ცდილობთ, მომხმარებლის კომფორტზე იყოს მორგებული ის მომსახურებაც და პროდუქტები, რასაც მათ ვთავაზობთ“, - ლიკა ბერუაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აღმასრულებელი დირექტორი.

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ ბაზარზე განსაკუთრებული პროდუქტებითაც გამოირჩევა. იაპონური ბრენდის უახლესი ავტომობილებისა და სრულყოფილი სერვისის გარდა, კომპანია მომხმარებელს მათზე მორგებულ პროდუქტებს სთავაზობს:

 

მნიშვნელოვანია „Trade in“ პროექტი, რომლის ფარგლებშიც  მომხმარებელს საბაზრო ღირებულებით მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკისა და მოდელის ავტომობილის ჩვენთვის ჩაბარება და ცენტრიდან მისთვის სასურველი ახალი ტოიოტას გაყვანა შეუძლია. ახალი ან მეორადი ავტომობილის შეძენა შესაძლებელია ტოიოტას სალიზინგო პროდუქტის „ტოიოტა იზის“ საშუალებით, ასევე მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ისარგებლოს  ტოიოტას ახალი სადაზღვევო პროდუქტით „ტოიოტა კასკოთი“ და მშვიდად იმგზავროს დაზღვეული ავტომობილით“, -  ლიკა ბერუაშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  აღმასრულებელი დირექტორი.



„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ საქართველოს ბაზარზე უმსხვილესი ავტოსერვისის მიმწოდებელია. ამ თვალსაზრისით კი კომპანია კადრების მუდმივ ზრდასა და განვითარებაზე მუშაობს. „კომერსანტთან“ ინტერვიუში „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი, არჩილ მჭედლიშვილი კომპანიის მომსახურებაზე აკეთებს აქცენტს.    

 

ჩვენი მთავარი უპირატესობა ისაა, რომ „ტოიტა ცენტრი თეგეტაში“ მომხმარებელს ყველა საჭირო სერვისი ერთ სივრცეში შეუძლია მიიღოს. ჩვენი სერვისი თვეში 2000 ავტომობილს ატარებს და მათი უმრავლესობა სწორედ ტოიოტასა და ლექსუსის ბრენდია. ჩვენთან მომსახურება ორ ნაწილად არის გაყოფილი, ერთია გეგმური სერვისები, რომელთა ნაწილშიც ავტომობილისთვის საჭირო ყველა მომსახურებას ვფარავთ, მეორე კი - ჩვენი გამორჩეული სამღებრო-სათუნუქე უბანი, სადაც 6 ძირითადი ოთახი გვაქვს და  თანამედროვე ტექნოლოგიების დახმარებით ყველა საჭირო სერვისი უმაღლესი ხარისხით ხორციელდება“, - არჩილ მჭედლიშვილი,  „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“  გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი.

 

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ამბობენ, რომ მათი ყველა მექანიკოსი სერტიფიცირებულია და ისინი შესაბამის მომზადებას გადიან.

 

ჩვენ ვთანამშრომლობთ თეგეტა აკადემიასთან“, სადაც ჩვენთვის კადრების ამზადებენ. შემდეგ, ისინი გადიან პრაქტიკულ სწავლებს. მათი სერტიფიცირება კი „ტოიოტა კავკასიაში“ ხდება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა თანამშრომლს შესაბამისი კვალიფიკაციის სერტიფიკატი ჰქონდეს. ეს პროცესი 4-ეტაპიანია და სიამაყით გეტყვით, რომ ჩვენ ორი მასტერ ტექნიკოსი გვყავს, რომლებსაც ყველა ეტაპი წარმატებით აქვთ გავლილი. ერიფიცირებული მექანიკოსების ყოლა კი, თავისთავად, მომხმარებლისთვის ხარისხიანი და სანდო მომსახურების მიწოდებას გულისხმობს. გარდა ამისა, ვმუშაობთ დამატებითი სერვისების შექმნაზე, რტოიოტა ცენტრი თეგეტას მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, კიდევ უფრო მარტივად იზრუნოს ავტომობილზე“, - არჩილ მჭედლიშვილი, „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ გაყიდვების შემდგომი მომსახურების დირექტორი.

 

მენეჯმენტის ახალი შემადგენლობა „ტოიოტა ცენტი თეგეტას“ ამბიციური გეგმების განხორციელებას უკვე შეუდგა და წლის ბოლომდე მომხმარებელს ბევრ საინტერესო პროექტს ჰპირდება.  

 

(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up