ტოიტას ცენტრმა გასული წელი შემოსავლის ზრდითა და მოგებით დაასრულა, თუმცა წმინდა მოგება 0.5 მლნ ლარზე მეტით შემცირდა.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ აქტივების მოცულობა მის მიერვე გამოქვეყნებული ფინანსური ანგარისის თანახმად 1 წელიწადში ₾8.3 მლნ-ით გაიზარდა და 2019 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით ₾31.6 მლნ შეადგინა.
2019 წელს 2018 წელთან შედარებით გაყიდვების მოცულობა $25.7 მლნ-ით, ₾155.7 მლნ-მდე გაიზარდა, თუმცა იმავე მოცულობით გაიზარდ პროდუქციის თვითღირებულებაც, რის გამოც მოგება კვლავ ₾9.7 მლნ დარჩა.
წლის განმავლობაში ადმინისტრაციულმა ხარჯებმა ₾3.6 მლნ-ს მიაღწია, რეალიზაციისა და დისტრიბუციის ხარჯებმა - ₾1.17 მლნს, საბოლოოდ შემოსავლების ზრდის მიუხედავად, წლის წმინდა მოგება ₾0.6 მლნ-ით ₾2.56 მლნ-მდე შემცირდა.
შპს „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 2001 წლის 26 აპრილს დაარსდა. მისი საქმიანობის ძირითადი სფერო „ტოიოტას“ მარკის ავტომობილების უახლესი მოდელებით, ორიგინალი ავტონაწილებით და აქსესუარებით ვაჭრობას მოიცავს.
ტოიოტას ცენტრი ავტომობილებთან და ავტონაწილებთან ერთად რამდენიმე სახის მომსახურებასაც ყიდის. ესენია: ვულკანიზაცია, სავალი ნაწილების შეკეთება, ელ.სისტემის დიაგნოსტიკა და შეკეთება, დისკების გასწორება, ზეთის შეცვლა, გადაცემათა კოლოფის შეკეთება, სამღებრო და სათუნუქე სამუშაოები, რეცხვა...
კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელია შპს „თეგეტა მოტორსი.“
გიორგი ელიზბარაშვილი