ტოიოტა კოროლა 2023 - გაუმჯობესებული სტილი, ტექნოლოგია და მართვადობა

ტოიოტა კოროლა 2023 - გაუმჯობესებული სტილი, ტექნოლოგია და მართვადობა

access_time2022-07-29 14:55:15

ტოიოტა კოროლა - ეს ლეგენდარული ავტომობილი უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია იწარმოება და ის მსოფლიოს ყველა დროის ყველაზე გაყიდვადი მოდელია.


1966 წლიდან დღემდე კოროლას 12 თაობა გამოვიდა და ამ პერიოდში ჯამში 50 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გაყიდული. სწორედ ამიტომ იაპონელი ინჟინრები ხშირად ზრუნავენ ამ მოდელის განახლებასა და გაუმჯობესებაზე.


ვიდრე ტოიოტა ამ ლეგენდარული მოდელის განახლებაზე მუშაობას დაიწყებდა, იაპონელებმა კოროლას ბოლო თაობის მფლობელები გამოკითხეს. კითხვაზე თუ რატომ შეიძინეს ეს მოდელი, ყველაზე ხშირი პასუხი იყო ტოიოტა კოროლას რეპუტაცია, დიზაინი, ეკონომიურობა და გამძლეობა. მეორე კითხვამ კი გამოავლინა, რომ მომხმარებლებს ამ მოდელში ყველაზე მეტად ეკონომიურობა, კომპლექტაცია და დიზაინი მოეწონათ.


ამჟამინდელი კოროლა 2019 წლიდან იწარმოება, თანამედროვე ტექნიკური სტანდარტებისთვის 3 წელი ცოტა არ არის, ამიტომ იაპონელებმა გადაწყვიტეს რომ განახლების დრო დადგა და 2023 წლისთვის ამზადებენ ახალ კოროლას, რომელიც განვითარების სრულიად ახალ საფეხურზე ავა.


რას უნდა ველოდოთ განახლების შემდეგ ახალ, 2023 წლის კოროლაში?



ექსტერიერი: ვიზუალურად ექსტერიერის დიზაინი დიდად არ შეცვლილა, ავტომობილს ექნება რადიატორის ახალი ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და ახალი დისკები. ექსტერიერი სამი ახალი ფერითაა გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.


ტექნიკური განახლება: მთავარი სიახლე სწორედ ავტომობილის ტექნიკური განახლებაა — მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO2-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.


შიგა წვის ძრავის მოცულობა ისევ 1.8 ლიტრია, თუმცა კოროლა იქნება პირველი ტოიოტა, რომელიც აღჭურვილი იქნება ახალი მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ.
რას გულისხმობს ახალი ჰიბრიდული სისტემა? მეტ მაბრუნ მომენტს, მეტ ელექტრო სიმძლავრეს და ნაკლებ ხარჯს, ანუ მეტ ეფექტიანობას.


ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ კოროლას ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.
ძრავის წონა 16 კგ-ით შემცირდა, მნიშვნელოვნად დაიხვეწა აჩქარების დინამიკა ზოგადად ავტომობილის სიმძლავრესთან და მისი რეაქცია ელექტრომობილის სტილთანაა მიახლოებული.


ახალი Corolla აღჭურვილია Toyota T-Mate-ით, რომელიც აერთიანებს: უახლესი თაობის Toyota Safety Sense უსაფრთხოების პაკეტს, აქტიური მართვისა და პარკირების დამხმარე სისტემებს. ეს აადვილებს და კიდევ უფრო უსაფრთხოს ხდის ავტომობილის მართვას, და ეხმარება ავტომობილში მსხდომი ყველა მგზავრის დაცვას.


ინტერიერი: რაც შეეხება ინტერიერის ცვლილებებს, კოროლას სალონში შეიცვლება ფერები, გამოჩნდება GR Sport-ის დეტალები.
სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედიური მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით - ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში.
განახლებული ტოიოტა კოროლა საქართველოში 2023 წლიდან გამოჩნდება და მისი შეძენა ტოიოტას ოფიციალურ დილერებთან: ტოიოტა ცენტრ თბილისში, ტოიოტა ცენტრ თეგეტასა და ტოიოტა ცენტრ ბათუმში იქნება შესაძლებელი.



(R)





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up