საქართველო-უკრაინას შორის სავაჭრო ბრუნვა 759 მილიონი დოლარია. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის წინასწარი ანგარიშის თანახმად, შარშან საქართველომ უკრაინაში 307 მლნ დოლარის საქონელი გაიტანა ექსპორტზე, ხოლო იმპორტმა 451 მლნ დოლარი შეადგინა.
„კომერსანტმა“ საქსტატიდან 2021 წლის შედეგების მიხედვით, უკრაინაში ექსპორტიორი და იმპორტიორი TOP10 კომპანიების სია გამოითხოვა.
TOP-10 ექსპორტიორი კომპანია:
შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა
შპს კავკასიის ავტოიმპორტი
შპს ალკოჰოლური სასმელების ქარხანა
შპს ჯორჯიან მანგანეზი
შპს ფირმა ჭელი
შპს ლეგომეტალ
შპს აიდიეს ბორჯომი საქართველო
სს რუსთავის აზოტი
შპს გრინნეტ სსკ
შპს CAUCASIAN ALCO
TOP-10 იმპორტიორი კომპანია:
სს თ & რ დისტრიბუშენ
შპს ვიმ-ბილ-დან საქართველო
შპს ელიზი ჯგუფი
შპს ჯი არ სი
შპს კავკას მეტალი
შპს როშენ ჯორჯია
შპს ფილიპ მორის საქართველო
შპს მონდელიზ საქართველო
შპს ჯეი თი აი კავკასუს
შპს უნივერსალ თრეიდინგ.
ნინო თამაზაშვილი