ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე მსოფლიოში

ტოპ 10 ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხე მსოფლიოში

access_time2022-12-03 15:00:23

 

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ნაძვის ხეები იშვიათად მზადდება ბუნებრივი ნაძვის ხის და მისი ტოტებისაგან, რომლებსაც ესტონელები, ლატვიელები და გერმანელები ანიჭებდნენ უპირატესობას. ისინი ცნობილი დიზაინერების მიერაა შექმნილი და ბუნებრივი ნაძვის ხის ტოტებისა ნაცვლად ძვირფასი ქვებითაა მორთული.

 

ყველაზე ძვირად ღირებული ნაძვის ხეების ათეული ასე გამოიყურება:


1. Emirates Palace Hotel-ის ნაძვის ხე – 11,4 მლნ აშშ დოლარი.

 

ეს ნაძვის ხე აბუ დაბიში 2010 წელს დადგეს. აქ მთავარი მილიონებად შეფასებული საშობაო დეკორაციები იყო, რომლებიც ბრილიანტებით, ოქროთი, მარგალიტებით, საფირონებითა და ზურმუხტებით იყო დამზადებული.

 



2. Ginza Tanaka-ს დისნეის ოქროს ნაძვის ხე  – 4,27 მლნ აშშ დოლარი.

 

იაპონელი იუველირი გინზა ტანაკა თაყვანისმცემლებს ხშირად ანებივრებს უჩვეულო სამკაულებით, რომელთა წონა ხშირად 20 კგ-ს აჭარბებს. ასე შეიქმნა უზარმაზარი, ოქროს სანტა კლაუსი, მოგვიანებით კი ნაძვის ხეც. ტანაკას ნაძვის ხე კარუსელს წააგავს, რომელზეც დისნეის მულტფილმის გმირები არიან განთავსებული. 4,27 მილიონად შეფასებული ნაძვის ხის შექმნაზე 40 კგ-ზე მეტი ოქრო დაიხარჯა.

 


 

3. ჰონგ კონგის სვაროვსკის კრისტალი - შეფასებულია 1.8 მლნ აშშ დოლარი.

 

ჰონგ კონგში დადგმული ეს ნაძვის ხე მეზობელი ქვეყნების, სინგაპურის და იაპონიის, ნაძვის ხეებს არ ჩამოუვარდება. ხე აეროპორტში დგას და 20 მილიონი სვაროვსკის ოქროსა და ვერცხლის კრისტალითაა მორთული.

 

 


4. ტაკაშიმაიას ვარდის მინიატიურულ ნაძვის ხე – 1,8 მლნ აშშ დოლარი.


 

ამ შემთხვევაში ტაკაშიმაიამ დაამტკიცა, რომ ზომა არის მთავარი. პარიზის ყვავილების ბუტიკის Claude Quinquaud-ის დიზაინზე დაყრდნობით, ტაკაშიმაიამ 40 სანტიმეტრიანი ვარდების კოშკის ფორმის ნაძვის ხე, რომელსაც სათამაშო დათუნია უყურებს. თითოეულ ვარდს ავსტრალიური და აფრიკული ბრილიანტები აქვს მიმაგრებული, დათვს კი ვარსკვლავის ფორმის ბრილიანტის გულსაკიდი უკეთია

 



5. Ginza Tanaka-ს საიუველირო მაღაზიის ნაძვის ხე – 1,8 მლნ აშშ დოლარი.

 

ტოკიოს Ginza Tanaka-ს ნაძვის ხის სიმაღლე 48 სანტიმეტრია და 24-კარატიანი ოქროთია დამზადებული.

 

 


6. ვაშინგტონის კაპიტოლიუმის ნაძვის ხე – 1 მლნ აშშ დოლარი

 

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის წინ მდგარი ნაძვის ხე სპეციალურ ნაკრძალში იზრდება. მისი სიმაღლე ხშირად, 20 მეტრს აჭარბებს. მცენარის ტრანსპორტირება და მორთვა სახელმწიფოს მილიონ დოლარზე მეტი უჯდება, თუმცა სიხარული, რომელსაც ულამაზესი ნაძვის ხე აღფრთოვანებულ ადამიანებს ჩუქნის, შეუფასებელია.

 



7. Soo Kee-ს საიუველირო მაღაზიის ნაძვის ხე – 1 მლნ აშშ დოლარი.

 

სინგაპურელმა დიზაინერმა გადაწყვიტა, რომ ნაძვის ხეზე ჩვეულებრივი სათამაშოების დაკიდება ტრენდული აღარაა და გადაწყვიტა ახალი წლის მთავარი სიმბოლო ნამდვილი ბრილიანტებით მოერთო. 6 მეტრიანი ნაძვის ხე დაახლოებით 20 000 ბრილიანტით მორთეს, რომელთა საერთო წონა 900 კარატს აჭარბებდა. ნაძვის ხე უმსხვილეს სავაჭრო ცენტრში დადგეს და სადღეღამისო დაცვა დაუყენეს.

 



8. Steve Quick-ის ნაძვის ხე– 500,000 აშშ დოლარი.

 

ამერიკელმა იუველირმა სტივ კირკმა ახალი წლის სიმბოლოს დახმარებით, კიბოს წინააღმდეგ საბრძოლველად, საქველმოქმედო თანხების შეგროვება გადაწყვიტა. ამ მიზნით, კირკმა ოქროს, ბრილიანტებისა და ალმასებისგან ზღაპრული სილამაზის ნაძვის ხე შექმნა და eBay-ს აუქციონზე გასაყიდად გაიტანა.

 



 

9. 12 კგ ოქროიანი გინზა ტანაკას ნაძვის ხე – 468,000 აშშ დოლარი.

 

ტოკიოში ტანაკას საიუველირო მაღაზიას ძალიან უყვარს ოქრო. გინზა ტანაკას ნაძვის ხის დამზადებას 12 კგ ოქრო დასჭირდა.

 



10. Sofitel-ის შავი კონიაკით მორთული ნაძვის ხე - 55000 აშშ დოლარი.

 

ლონდონში დიდ პატივს სცემენ პაბ კულტურას. იქაურ მოდურ სასტუმრო Sofitel-ში ნაძვის ხე 200 მინიატიურული ზომის 24-კარატიანი ოქროს ბოთლითაა მორთული, სადაც ლუი XIII-ის Grand Champagne Cognac-ი ასხია. ბოთლები მსოფლიოში განთქმული Baccarat-ს ოსტატების მიერაა შექმნილი.




მოამზადა მაკა ბიბილაშვილმა

თეგები:
ნაძვის ხე



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up