მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის III კვარტლის მონაცემების მიხედვით, მისო-ების „ტოქსიკური“ სესხების ოდენობამ 54,496,885 ლარი შეადგინა, აქედან TOP 3 მიკროსაფინანსო ორგანიზაციის ზარალი სესხების შესაძლო დანაკარგებიდან კი 29,756,141 ლარი იყო.
რიკო ექსპრესი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, შპს „რიკო ექსპრესის“ ზარალმა სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 12,968,076 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ „რიკო ექსპრესის“ მთლიანი აქტივები გასული წლის მესამე კვარტალში 398,043,590 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 197,370,846 ლარი. 9 თვე მიკროსაფინანსომ 21,763,426 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.
კრისტალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების გასული წლის მესამე კვარტალის მონაცემებით, სს „კრისტალის“ ზარალმა სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 9,927,575 ლარი შეადგინა.
აღსანიშნავია, რომ „კრისტალის“ მთლიანი აქტივები გასული წლის 9 თვეში 364,538,649 ლარი იყო, ხოლო მთლიანი ვალდებულებები 302,960,451 ლარი. III კვარტალი მიკროსაფინანსომ 6,775,904 ლარის ზარალით დაასრულა.
სვის კაპიტალი
მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ფინანსური ანგარიშგებების 2020 წლის 9 თვის მონაცემებით, სს „სვის კაპიტალის“ ზარალმა სესხების შესაძლო დანაკარგებიდან 6,860,490 ლარი შეადგინა.
მიკროსაფინანსოს მთლიანმა აქტივებმა 106,249,641 ლარი, ხოლო მთლიანმა ვალდებულებებმა 60,413,355 ლარი შეადგინა. გასული წლის 9 თვე „სვის კაპიტალმა“ 1,589,746 ლარის წმინდა მოგებით დაასრულა.