Top 5 კომპანია, რომელთა აქციებიც უნდა იყიდო

Top 5 კომპანია, რომელთა აქციებიც უნდა იყიდო

access_time2021-12-05 13:00:44

NYSE-სა და Nasdaq-ის ბირჟებზე ყოველდღიურად ათასობით აქციაზე იდება გარიგებები. მათ შორის ისეთი აქციის შერჩევა, რომელიც მომავალში მოგებას მოიტანს, რთული საქმეა. სპეციალისტების რჩევით, ინვესტირება იმ აქციებში ღირს, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 25%-ია. შეიძლება არამომგებიანი კომპანიების აქციების ყიდვაც, როგორიცაა მაგალითად, ახალი გამოშვებული IPO, რომელიც შემოსავლების მაღალ ზრდას აჩვენებს. სპეციალისტების თქმით, აქციების შერჩევისას, გასათვალისწინებელია, როგორია მიწოდება და მოთხოვნა და ფოკუსირება უნდა მოხდეს წამყვან აქციებზე წამყვან ინდუსტრიულ ჯგუფებში.

Google (GOOGL), Airbnb (ABNB), ServiceNow (NOW), Dick’s Sporting Goods (DKS) და Eli Lilly (LLY) – ეს Top 5 კომპანიაა, რომელთა აქციების ყიდვა ამ დროისთვის ყველაზე გამართლებულია.

Google-ის აქციის IBD Composite Rating არის 98, რაც ნიშნავს, რომ საერთო ფუნდამენტური და ტექნიკური სიძლიერით ბირჟაზე არსებული აქციების 98%-ს აჭარბებს. ანუ აქციების Top 2%-ში შედის. 2021 წლის სამ კვარტალში კომპანიის მოგება საშუალოდ 123%-ით გაიზარდა. ეს თითქმის ხუთჯერ აღემატება 25%-იან მაჩვენებელს, რასაც ინვესტორები შერჩევისას ითვალისწინებენ. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ Google-ის ერთ აქციაზე შემოსავალი 2021 წელს, სავარაუდოდ, 103%-ით გაიზრდება, შემდეგ კი, 2022 წელს, კიდევ 5%-ით მოიმატებს.

Airbnb-მა მესამე კვარტლის შედეგები 4 ნოემბერს გამოაცხადა. მოგებამ აქციაზე $1,22-ს მიაღწია, რაც წლიური 239%-იანი ზრდაა. კომპანიის შემოსავალი $2,28 მილიარდამდეა, რაც 67%-იანი ზრდაა და ანალიტიკოსების მოლოდინს ბევრად აჭარბებს. მისი მაჩვენებლები უმჯობესდება საფონდო ბირჟაზეც. ABNB-ის აქციები წლის დასაწყისიდან 34%-ით არის გაზრდილი.

Airbnb-ისთვის 2020 წელი კატასტროფული იყო, განსაკუთრებით, მეორე კვარტალი. ავიაკომპანიების, სასტუმროებისა და მოგზაურობასთან დაკავშირებული სხვა კომპანიების მსგავსად, Airbnb-ის გაყიდვები 72%-ით შემცირდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. პანდემიის გამო​ კომპანიას ჩაუვარდა პირველადი საჯარო შეთავაზების გეგმებიც, როგორც აშშ-ის ეკონომიკის სირთულეების, ასევე, ტურიზმის ინდუსტრიის დაზარალების გამო. ამისა მიუხედავად, კომპანიამ შარშან დეკემბერში კვლავ წამოიწყო IPO. ამ ოპერაციის წყალობით, მან $3.5 მილიარდი მოიზიდა, რაც წლის ყველაზე მოცულობითი IPO იყო.

ServiceNow-ის აქციის ფასი ბოლო ერთი წლის განმავლობაში აქციათა 84%-ს აღემატებოდა. წელს, სამი კვარტლის განმავლობაში, კომპანიის შემოსავალი საშუალოდ 29%-ით გაიზარდა. უოლ სტრიტი 2021 წლის განმავლობაში ელოდება, რომ ServiceNow-ის შემოსავალი 427%-ით გაიზრდება, 2022 წელს ზრდა შენელდება და 16%-მდე იქნება.


კალიფორნიაში დაფუძნებული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანია IT დეპარტამენტებს საკუთარი სერვისების კონტროლსა და მართვაში ეხმარება. ServiceNow-ის​ პორტალმა კომპანიების თანამშრომლებს საშუალება მისცა, პანდემიის პერიოდში დისტანციურად გაეგრძელებინათ მუშაობა.

DKS-ის აქციის ფასი წელს 158%-ით გაიზარდა. მოიმატა კომპანიის მოგებამაც. Dick’s Sporting Goods-მა ცოტა ხნის წინ მჭიდრო პარტნიორობა გააფორმა Nike-თან (NKE). Dick’s-ისა და Nike-ის მომხმარებლებს ახლა შეუძლიათ, თავიანთი Dick’s Scorecard და Nike Membership ანგარიშები მობილური აპლიკაციის მეშვეობით დააკავშირონ. მომხმარებელს, შეღავათებთან ერთად, წვდომა ექნება ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის ექსკლუზიურ კოლექციებზე, როგორებიცაა ნოემბერში გამოშვებული Nike Air Force 1 და Blazer.

Eli Lilly-ის (LLY) აქციები აღმავალ ტენდენციას აჩვენებს სექტემბრის ბოლოდან. 2021 წელს აქციის ფასი 54%-ზე მეტად გაიზარდა, ამ მაჩვენებლით ის აქციების Top 6%-ში შევიდა. მისი დაგროვების/განაწილების რეიტინგი მყარ B+ ნიშნულზეა, რაც ინვესტორების ზომიერ ან ძლიერ შესყიდვას ნიშნავს.

LLY-ის აქციების ფასს სტიმული მისცა კომპანიის მიერ ალცჰაიმერის დაავადების ექსპერიმენტული მედიკამენტის – დონანემაბის (donanemab) შექმნამ, რომელიც დაავადების სიმპტომების მქონე პაციენტებში ადრეულ ეტაპზე გამოიყენება. სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ დონანემაბი ეფექტიანობით სჯობს Biogen​-ის მიერ დამტკიცებულ წამალს – Aduhelm-ს.

ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე როგორც მოგება. თქვენს მიერ დეტალურად უნდა იქნეს გაანალიზებული, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა აიღოთ თანხის დაკარგვის მაღალი რისკი. ვაჭრობის/ინვესტირების განხორციელება არანაირი ფორმით არ უზრუნველყოფს მოგებას.

წყარო: businessfeed.ge





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up