2022 წლის 6 თვის განმავლობაში 18 სადაზღვევო კომპანიის ავტოდაზღვევამ მომხმარებლებს 54 617 299 ლარი აუნაზღაურა. ამის შესახებ ინფორმაცია დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია მოცემული.
ავტოდაზღვევის ბაზარზე ანაზღაურებული ზარალის მიხედვით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობს, მეორე ადგილზე კი „სადაზღვევო კომპანია ალდაგია“. სადაზღვევო კომპანიების ხუთეული კი შემდეგნაირად გამოიყურება:
სს „თიბისი დაზღვევა“ — 14,909,739 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ალდაგი“ — 10,503,384 ლარი,
სს „სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი“ - 8,781,530 ლარი,
სს „ნიუ ვიჟენ“ დაზღვევა — 3,334,730 ლარი,
სს „პსპ დაზღვევა“ — 3,012,244 ლარი.
2022 წლის 6 თვის განმავლობაში დაზღვეულ სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა რაოდენობამ 71 700 ერთეული შეადგინა.
სახმელეთო ავტოსატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევის (ავტოკასკო) რაოდენობის მიხედვით სადაზღვევო კომპანიების ხუთეული შემდეგნაირად გამოიყურება:
სს თიბისი დაზღვევა - 14,259;
სს სადაზღვევო კომპანია ჯი პი აი ჰოლდინგი- 11,696;
სს სადაზღვევო კომპანია ალდაგი - 10,600;
სს ნიუ ვიჟენ დაზღვევა - 6,046;
სს პსპ დაზღვევა - 5,492.
საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების მხოლოდ 7% არის დაზღვეული.