თორნიკე რიჟვაძე: გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და გენერალური გეგმით კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას

თორნიკე რიჟვაძე: გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და გენერალური გეგმით კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას

access_time2021-08-16 23:00:00

დღეს ბათუმის გენერალური გეგმის ხელშეკრულებას ხელი მოეწერა. ინფორმაციას აჭარის მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.



ბათუმის განვითარებისა და ურბანული პოლიტიკის შესახებ გამართულ პრეზენტაციას და გენგეგმის ხელშეკრულების გაფორმებას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე დაესწრო. თორნიკე რიჟვაძემ ხაზი გაუსვა ქალაქის სწორი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტის არსებობის მნიშვნელობას.



,,დღეს ისტორიული და საეტაპო დღეა ბათუმის განვითარებისთვის. მისასალმებელია, რომ იწყება ბათუმის გენგეგმაზე მუშაობა. ეს იყო ჩვენი დაპირება ბათუმელებისა და ბათუმის გულშემატკივების მიმართ. ბათუმი აუცილებლად იქნება თანამედროვე, ევროპული ქალაქი, ჩვენს ტრადიციებსა და კულტურულ მემკვიდრეობაზე დაფუძნებული.




ასევე, უკვე დასრულებულია ბულვარის განაშენიანების გეგმა. ჯამში, ეს მოგვცემს საშუალებას, რომ ჩვენი ქალაქი, ყველა არსებული სარეკრეაციო სივრცე, ყველა ახალი ტურისტული მიმართულება განვითარდეს პირველ რიგში ბათუმელების მოლოდინების შესაბამისად და ისე, რომ დაცული იყოს თითოეული ბათუმელის, თითოეული სტუმრის ინტერესი.



ჩვენ ამ დოკუმენტით გავაგრძელებთ ბათუმის წარმატების ისტორიას და კიდევ უფრო მეტ დინამიკას შევძენთ მის განვითარებას“ - აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.



ბათუმის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით გამოცხადებულ კონკურსში კომპანია ,,სითი ინსტიტუტი საქართველო“-მ გაიმარჯვა. ბათუმის მერიამ კომპანიასთან ხელშეკრულება დღეს გააფორმა. გენერალურ გეგმაზე მუშაობა ერთი წლის განმავლობაში გაგრძელდება.



ხელშეკრულების შესაბამისად, კონკურში გამარჯვებული კომპანია უზრუნველყოფს საპროექტო მომსახურებას, რომელიც გულისხმობს ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარების და განაშენიანების მართვის დაგეგმვასა და სათანადო შედეგების მიღწევას, შუალედური და საბოლოო დოკუმენტების სახით.





თეგები:
ბათუმი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up