წელს დედაქალაქის მერია საახალწლო დეკორაციებზე 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

წელს დედაქალაქის მერია საახალწლო დეკორაციებზე 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს

access_time2021-11-13 18:00:19

2021 წელს დედაქალაქის მერია ნაძვის ხეებისა და განათებების განახლებისთვის დამატებით 207 000 ლარის დახარჯვას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას  ფლანგვის დეტექტორი ავრცელებს.  

ორგანიზაციის ცნობით, ნაძვის ხის განახლებისთვის გამოყოფილი 64,000 ლარი, 36 000 ლარი - საახალწლო ნათურებსა და აქსესუარებზე, 107 000 ლარი კი – დეკორატიულ მატარებელზე.

პირველი ელექტრონული ტენდერი, რომელიც ნაძვის ხის განახლებას გულისხმობს, შპს თბილსერვის ჯგუფმა 3 ნოემბერს გამოაცხადა, ხოლო წინადადების მიღება დასრულდება 15 ნოემბერს. ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ საახალწლო განათებები და ნაძვის ხის სათამაშოები 2021 წლის 10 დეკემბრამდე უნდა მიაწოდოს თბილსერვის ჯგუფს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, იგეგმება თბილისის პარლამენტის შენობის წინ დასადგამი ნაძვის ხის განახლება - მისი მორთვა და სხვადასხვა ტიპის სათამაშოებით გაფორმება.

ფლანგვის დეტექტორის თანახმად, მეორე ელექტრონული ტენდერის დოკუმენტაციით ირკვევა, რომ თბილისის მერია წელსაც გეგმავს 2019 წელს შეძენილი მილიონ ლარად ღირებული ნაძვის ხის განახლებას და ტოტების დამატება. კერძოდ ნაძვის ხეს 160 ტოტის დაემატება და ახალი სათამაშოებით მორთვება. ასევე, განახლდება ნაძვის ხის ქვედა ნაწილიც. ჯამში შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 64,000 ლარს შეადგენს. გამარჯვებული კომპანიის შერჩევა კი 22 ნოემბრიდან დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ თბილისის მერიამ ჯერ კიდევ 2020 წელს განაახლა აღნიშნული ნაძვის ხე და ახალი ტოტები დაამატა, რაც თბილისის მერიის კომპანიას 103,850 ლარი დაუჯდა. მილიონ ლარად შეძენილი ნაძვის ხე 2019 წელს ყველაზე ძვირადღირებული საახალწლო შენაძენი იყო, რომლის განახლებასა და ტოტების დამატებაში, ახალი შესყიდვის გათვალისწინებით, ჯამში დაახლოებით 160,000 ლარი იქნება დახარჯული, წერს ორგანიზაცია.


მესამე ელექტრონული შესყიდვის მეშვეობით კი თბილისის მერიას საახალწლო თემატიკის დეკორატიული მატარებლის შეძენა სურს. აღნიშნული მატარებლის სავარაუდო ღირებულება 107,000 ლარი იქნება. ტენდერზე წინადადების მიღება და კომპანიის შერჩევა 15 ნოემბერს დაიწყება. სატენდერო დოკუმენტების მიხედვით, დედაქალაქის მერია ყიდულობს საახალწლო თემატიკის დეკორატიულ მატარებელს, რომელიც ფოტო ზონა იქნება. კონსტრუქციაში ადამიანს შესვლა და გადაადგილება უნდა შეეძლოს. მატარებელი უნდა მოიცავდეს ორთქლმავალს, საჩუქრების ვაგონს და საახალწლო თემატიკის ოთხ ვაგონს. ასევე, უნდა მოეწყოს დეკორატიული ბაქანი (ფუნიკულიორი).

მატარებლის გასაფორმებლად გამოყენებული იქნება თბილი განათება და ასეთივე განათებით შექმნილი რკინის/ალუმინის კონსტრუქციაზე აწყობილი 100 საახალწლო სათამაშო.


2020 წელს თბილისის მერიის კომპანიამ ნახევარ მილიონ ლარზე მეტი (616,000 ლარი) დახარჯა საახალწლო განათებებსა და ქუჩების გაფორმების სამუშაოებზე. ხოლო 2019 წელს საახალწლოდ თბილისის ქუჩების გაფორმება და საშობაო ნაძვის ხის შეძენა თბილისის მერიას 3,177,944 ლარი დაუჯდა.

თბილისის ქუჩების საახალწლოდ გაფორმება და ნაძვის ხის დადგმა მნიშვნელოვანია თბილისის მოსახლეობისთვის. თუმცა, ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური ვითარების გათვალისწინებით საკითხავია, რამდენად რაციონალურია წლიდან წლამდე 100,000-ობით ლარის გადახდა ბიუჯეტიდან საახალწლო ნათურების შეძენაში, როდესაც შეიძლება უკვე არსებულის გამოყენება. ხოლო, დაზოგილი თანხის მოხმარება სხვადასხვა სოციალურ პროექტებზე, რომლებიც სარგებლის მომტანი იქნება თბილისის მოსახლეობისთვის, ვკითხულობთ ფლანგვის დეტექტორის განცხადებაში. 


წყარო: businessformula.ge




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up