იაპონური კორპორაცია Toshiba იტყობინება, რომ განიხილავს კომპანიის ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაყოფის შესაძლებლობას. Nikkei-ს ცნობით, კომპანიამ გადახედა წინა გეგმას, რომლის თანახმადაც, გეგმავდა ბიზნესის სამ ნაწილად გაყოფას. გარდა ამისა, ახლა Toshiba აპირებს მიყიდოს 100 მილიარდ იენად (870 მლნ დოლარი) Toshiba Carrier Corp.-ის აქციების 60% მის პარტნიორს Carrier Global Corp-ს.
Toshiba ამ და სხვა სტრატეგიული სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდებას აქციონერების შეხვედრაზე 7-8 თებერვალს გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ნოემბერში Toshiba-მ განაცხადა, რომ აპირებდა მის ბაზაზე შეექმნა რამდენიმე დამოუკიდებელი საჯარო კომპანია როგორც ოპერაციების მართვის კუთხით ასევე მოწყობილობების წარმოებისთვის. ხოლო მიკროჩიპების წარმოება გამოეყო ცალკე მიმართულებად.
მაშინ ითქვა, რომ ახალი კომპანიების საფონდო ბირჟებზე გატანას კომპანია 2023 ფინანსური წლისთვის აპირებს.
წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"