საქართველოში ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს. სააგენტოს ცნობით, 7 - 8 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება, ნალექი. მთაში და მაღალ მთაში შესაძლებელია ძლიერი თოვა, ნისლი, ქარბუქი, საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე ხილვადობის გაუარესება.
სინოპტიკოსების ინფორმაციით, ზოგან იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე შესაძლებელია 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა.