თოვისა და ქარბუქის გამო კურორტ გოდერძის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა. უამინდობის გამო გზებზე შეზღუდვები დაწესდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გზების დეპარტამენტი ავრცელებს.
რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ88-კმ106 (ხულო-კურორტი გოდერძი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა