თბილისის საერთაშორისო აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში, შეფერხებების გარეშე მუშაობს. როგორც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების მმართველ კომპანია „ტავ ჯორჯიაში“ განმარტავენ, ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე, სამიმოსვლო ბილიკებსა და აეროდრომზე შესაბამისი სამსახური მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა და სამუშაოები ახლაც გრძელდება, ბილიკები იწმინდება ტექნიკით და მუშავდება სპეციალური სითხეებით.
შესაბამისად, დაგეგმილი ავიარეისები განრიგის შესაბამისად, შეფერხებების გარეშე სრულდება.