მსოფლიოს უმსხვილესი ავტომწარმოებლის Toyota - ს გენერალური დირექტორი და პრეზიდენტი აკიო ტოიოდა თანამდებობიდან გადადგა. Abcnews - ის ცნობით მას ავტომწარმოებლის ბრენდინგის მთავარი ოფიცერი კოჯი სატო შეცვლის, რომელიც მოვალეობის შესრულებას პირველი აპრილიდან შეუდგება.
აღსანიშნავია, რომ აკიო ტოიოდა თავად კომპანიის დამფუძნებლის, კიიჩირო ტოიოდას პირდაპირი შთამომავალია. CEO-ს თანამდებობის დატოვების შემდეგ, ის კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს უხელმძღვანელებს.
ინვესტორებთან შეხვედრისას ახალი CEO-ს, კოჯი სატოს შესახებ ითქვა, რომ მან თავისი დაუღალავი შრომითა და დისციპლინით დაამტკიცა, რომ Toyota-ს ფილოსოფია კარგად ესმის, ახლა კი მზად არის, იაპონურ გიგანტს ახალგაზრდული ენერგიითა და შემართებით გაუძღვეს.
53 წლის დირექტორს Toyota-სა და Lexus-ისთვის ახალი სტრატეგიის შემუშავება დაევალება.