Toyota-მ გადაწყვიტა, რომ სანქტ-პეტერბურგში მდებარე ქარხანაში ავტომობილების წარმოება შეწყვიტოს, ამის შესახებ კომპანიის პრესრელიზშია ნათქვამი. ამის მიუხედავად, Toyota-ა ელოდება, რომ ავტომობილების გაყიდვები წელიწადში 10.4 მლნ-ს მიაღწევს, შემოსავალი 15%-ით 36 ტრილიონ იენამდე (268 232 400 000.00 დოლარი) და წმინდა შემოსავალი 17%-ით, 2.36 ტრილიონ იენამდე (17 584 124 000.00 დოლარი), გაიზრდება.
2023 ფისკალური წლის მესამე კვარტალში (ოქტომბერი-დეკემბერი) იაპონურმა ავტომწარმოებელმა Toyota Motor Corp.-მა წმინდა მოგება 8.1%-ით შეამცირა, მაგრამ გაყიდვების და მოგების პროგნოზი მიმდინარე ფისკალური წლისთვის შეინარჩუნა.
საანგარიშო პერიოდში კომპანიის წმინდა მოგება, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 791,74 მილიარდ იენიდან, 727,94 მილიარდ იაპონურ იენამდე (5,54 მილიარდი დოლარი) შემცირდა.
ამ მაჩვენებელმა FactSet-ის მიერ გამოკითხული ანალიტიკოსების პროგნოზებს მაინც აჯობა, რომლებიც საშუალოდ 717,6 მილიარდ იენის წმინდა შემოსავალს ელოდნენ.
Toyota-ს შემოსავალი 25%-ით გაიზარდა და 9,755 ტრილიონ იენს (74 მლრდ დოლარი) მიაღწია, რადგან მანქანების გაყიდვები გაიზარდა.
კომპანიის საოპერაციო მოგება იაპონიაში 72%-ით გაიზარდა და 683,4 მილიარდი იენი (5,2 მლრდ დოლარი) შეადგინა.