„თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ“ - რომეო მიქაუტაძე „თელასის

„თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ“ - რომეო მიქაუტაძე „თელასის" თანამშრომლებს შეხვდა

access_time2022-12-24 10:30:26

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე კომპანია „თელასს" ეწვია და ზამთრის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო. კომპანიის თანამშრომლებთან შეხვედრაზე რომეო მიქაუტაძემ განაცხადა, რომ ენერგეტიკოსის პროფესია ერთ-ერთი ყველაზე საჭირო და მნიშვნელოვანია და „თელასის“ თანამშრომლები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ თბილისი გაანათონ.

 


„თქვენ ყველაფერს აკეთებთ იმისთვის, რომ თბილისი გაანათოთ და თბილისელების სახელით, მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ. კომპანიის წარმატება განპირობებულია სწორედ თანამშრომლების თავდაუზოგავი შრომით. „თელასში" მრავალი თაობა აღიზარდა. ადამიანები ეუფლებიან პროფესიას და ცოდნას მომავალ თაობებს გადასცემენ. რაც შეეხება მომავალს, მინდა გამოვთქვა იმედი, რომ კომპანიის მუშაობა ყოველთვის იქნება მიმართული თბილისის გამანაწილებელი ქსელის სრულყოფაზე და განვითარებაზე, მომხმარებელთა მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და საიმედო ენერგომომარაგებაზე," - განაცხადა მინისტრის მოადგილემ და კომპანიის თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

 



კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად, მინისტრის მოადგილემ „თელასის" ცენტრალური სადისპეტჩერო დაათვალიერა, რომელიც ემსახურება ელექტროენერგიის მიწოდების კონტროლს ქვესადგურებში მაღალი ძაბვის 110 -35 კვტ ხაზების საშუალებით. ელექტროენერგია მიეწოდება თბილისის 700,000-მდე  მომხმარებელს. აღინიშნა, რომ ამჟამად მიმდინარეობს ცენტრალური სადისპეტჩეროს მოდერნიზებისა და თანამედროვე სისტემის SCADA-ს დანერგვის სამუშაოები, რომელიც მართვას უფრო სრულყოფილს გახდის. ახალი სისტემის დანერგვა 2024 წლისთვის დასრულდება.

 


 

მინისტრის მოადგილე ასევე გაეცნო „თელასის" მრიცხველების თანამედროვე ლაბორატორიის მუშაობას, სადაც შემოწმებას გადის როგორც ელექტრონული, ისე მრავალფუნქციური სმარტ მრიცხველები, ხოლო დამოწმებას მეტროლოგიის სამსახური ახორციელებს. აღნიშნულ ლაბორატორიაში მოწმდება ასევე როგორც ახალი, ასევე მომხმარებელთა მრიცხველები.

 



თეგები:
თელასი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up