უკრაინაში, კიევის ოლქში საბავშვო ბაღის მიმდებარედ ვერტმფრენის ჩამოვარდნას 16 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულთა შორის არიან ბავშვები და შსს-ს ხელმძღვანელობა: შს მინისტრი, მინისტრის პირველი მოადგილე და სახელმწიფო მდივანი. ინფორმაცია ამის შესახებ უკრაინის ოფიციალური უწყებები ავრცელებენ.
დაღუპულთაგან 9 ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა. საავადმყოფოში გადაყვანილია 22 დაშავებული, მათგან 10 ბავშვია. ადგილზე მუშაობს. ყველა შესაბამისი და სპეციალიზებული სამსახური.