ტრამპი აშშ-ს I ექსპრეზიდენტია, რომელსაც ბრალდება წაუყენეს - Euronews

ტრამპი აშშ-ს I ექსპრეზიდენტია, რომელსაც ბრალდება წაუყენეს - Euronews

access_time2023-03-31 12:00:57

დონალდ ტრამპი გახდა აშშ-ს პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელსაც სისხლის სამართლის ბრალდება წაუყენეს. ამის შესახებ Euronews-ი წერს.


მანჰეტენის ნაფიცმა მსაჯულებმა 76 წლის დონალდ ტრამპს ბრალი წაუყენა იმის გამო, რომ მან, 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს, პორნოვარსკვლავს, რომანის შესახებ დუმილის სანაცვლოდ, ფული გადაუხადა.


საუბარია სტორმი დენიელსისთვის 130 დოლარის გადახდაზე. ვარაუდობენ, რომ ადვოკატმა მაიკლ კოენმა ეს ტრამპის სახელით გააკეთა. ამავდროულად, პოლიტიკოსს ბრალს სდებენ არა თავად თანხის გადახდაში, არამედ იმაში, რომ მან ის თანხა თითქოს პოლიტიკურ კამპანიას მოახმარა, რაც შეიძლება თაღლითობად შეფასდეს. თავად ექს-პრეზიდენტი უარყოფს როგორც დანიელსთან კავშირს, ასევე მის კავშირს თანხის გადახდასთან.


სოციალურ ქსელში ტრამპმა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებას პოლიტიკური დევნა და არჩევნებში ჩარევა უწოდა.



„სამართლებრივი თვალსაზრისით, ეს საქმე გავლენას ვერ მოახდენს 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. თუ ტრამპი გაიმარჯვებს, მოქმედი პრეზიდენტის სისხლისსამართლებრივი დევნა შეუძლებელია, საქმე უნდა შეწყდეს. მაგრამ არჩევნებამდეც რომ გაასამართლონ ტრამპი, ეს ბრალდებები ხელს არ შეუშლის მას დაიკავოს საჯარო თანამდებობა“, აცხადებს ყოფილი ფედერალური პროკურორი ნიმა რაჰმანი Euronews-თან.


არაერთი ცნობილი რესპუბლიკელი, მათ შორის პალატის სპიკერი კევინ მაკკარტი, ეწინააღმდეგებოდა ტრამპის სასამართლო პროცესს და მანჰეტენის ოლქის პროკურორი ელვინ ბრეგი პოლიტიკურ ძალადობაში დაადანაშაულა.


ამავე დროს, სენატის უმრავლესობის ლიდერმა ჩაკ შუმერმა გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ „ტრამპი უნდა დაექვემდებაროს იგივე კანონებს, როგორც ყველა ამერიკელი“.


ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სასამართლოში სამშაბათს წარდგება. პროცესს მოსამართლე ხუან მერკანი უხელმძღვანელებს, განაცხადა CNN-მა რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით.


თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up