აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინის ბირთვულ მუქარას მკაცრი პასუხი უნდა გასცეს.
„პუტინი ყოველთვის იყენებს სიტყვა ბირთვულს, მაგრამ ეს არ მუშაობს, უბრალოდ არ მუშაობს. თუმცა, ის იყენებს ამ სიტყვას ყოველდღიურად“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
დონალდ ტრამპის თქმით, პუტინი ბირთვული ომის მიმართ შიშს იყენებს და ეს უბიძგებს მას, უფრო ხშირად მიმართოს ბირთვულ მუქარას.
„ბაიდენმა მას უნდა უპასუხოს, რომ ჩვენ გვაქვს საუკეთესო იარაღი და ისტორიაში საუკეთესო წყალქვეშა ძალა. მე რომ პრეზიდენტი ვიყო, ვიტყოდი, რომ ჩვენ რუსეთზე ბევრად ძლიერები ვართ. ამიტომ აღარასოდეს უნდა გამოიყენონ სიტყვა „ბირთვული იარაღი“. და თუ ამას გააკეთებენ, პრობლემებს მიიღებენ“, - დასძინა ტრამპმა.