ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თავდასხმას მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობის მეშვეობით უპასუხებენ

ტრამპი ირანს აფრთხილებს, რომ თავდასხმას მსოფლიოში საუკეთესო სამხედრო აღჭურვილობის მეშვეობით უპასუხებენ

access_time2020-01-05 21:30:53

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ორი ტრილიონი დოლარი დახარჯა სამხედრო აღჭურვილობაზე. ყველაზე დიდი და აქამდე მსოფლიოში საუკეთესო ვართ! ირანი თუ ამერიკულ ბაზას ან ნებისმიერ ამერიკელს დაესხმება თავს, ამ ახალთახალი და მშვენიერი აღჭურვილობის ნაწილს მათკენ მივმართავთ...ყოყმანის გარეშე!- წერს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპი facebook-ზე ირანიდან წამოსული მუქარების საპასუხოდ. 

მანამდე ტრამპმა თქვა, რომ ირანის მხრიდან ნებისმიერი შეტევის შემთხვევაში, აშშ-მა მიზანში ამოიღო ირანისთვის მნიშვნელოვანი 52 ობიექტი, რომლებიც სწრაფად განადგურდება. 

3 იანვარს ბაღდადში აშშ-ის სარეკეტო თავდასხმისას ყველაზე გავლენიანი ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკვდა. ბოლო 20 წლის განმავლობაში ირანის ყველა სამხედრო აქტივობის უკან სწორედ სოლეიმანი იდგა. ირანის უმაღლესი ლიდერი აიათოლა ალი ხამინეი სოლემანის მკვლელობაზე პასუხისმგებელ პირებს სასტიკი შურისძიებით დაემუქრა. მსგავსი განცხადებები გააკეთეს, ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ და საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯავად ზარიფმა.

რა უსწრებდა წინ სოლეიმანის ლიკვიდაციას?

ერაყში მიმდინარე პროტესტმა მალევე ანტისამთავრობოსთან ერთად, ანტი-ირანული ხასიათიც მიიღო. სოლეიმანისა და ირანის გავლენას ერაყში ფუნდამენტური საფრთხე შეექმნა. როგორც ჩანს,ერაყში შექმნილი რთული ვითარების ფონზე, სოლეიმანიმ აქტიური მოქმედება გადაწყვიტა. სწორედ მისი გააქტიურების შედეგი იყო 27 დეკემბერს ბაღდადის ჩრდილოეთით მდებარე ამერიკულ ბაზაზე განხორციელებული შეტევაც, რომელსაც ერთი ამერიკელი კონტრაქტორი ემსხვერპლა. 


სოლეიმანი თავისი მარიონეტების გამოყენებით შეეცადა, პროტესტის მიმართულება შეეცვალა და უკმაყოფილო ხალხის მრისხანება ირანიდან ამერიკაზე გადაეტანა. ამის გამოვლინება იყო 31 დეკემბერს აშშ-ის საელჩოზე მიტანილი შტურმიც, რომელსაც სოლეიმანის მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებები მართავდნენ. 

საელჩოს შტურმს მალევე დონალდ ტრამპის რეაქცია მოჰყვა. საკუთარ ტვიტში აშშ-ის პრეზიდენტმა საელჩოზე მომხდარ თავდასხმაში ირანი პირდაპირ დაადანაშაულა.

ადამიანურ მსხვერპლზე და დაზიანებულ საკუთრებაზე სრული პასუხისმგებლობა ირანს დაეკისრება. მათ ეს ძალიან ძვირი დაუჯდებათ. ეს არ არის გაფრთხილება, ეს მუქარაა, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.  

მანამდე, 2018 წელს მაიკ პომპეოს გადაწყვეტილებით, აშშ-მა ყუდსი (რომელსაც სოლეიმანი მეთაურობდა) ტერორისტულ ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. სოლეიმანი ერაყში დაახლოებით 600 ამერიკელი ჯარისკაცის სიკვდილზე იყო პასუხისმგებელი.

 

ტაბულა

თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up