ტრამპის მეორე NFT კოლექცია 6 საათში გაიყიდა

ტრამპის მეორე NFT კოლექცია 6 საათში გაიყიდა

access_time2023-04-21 00:00:56

აშშ-ს ყოფილმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა NFT ბარათების მეორე კოლექცია გამოუშვა.


ახალი დროპი 47,000 NFT-ს შეიცავს, რომელიც Polygon ბლოკჩეინზე ჩაეშვა.


ჟეტონებზე წარმოდგენილია ტრამპის სხვადასხვა იმიჯით: მეხანძრის ჩაფხუტით, ფართოფარფლიანი კოვბოის ქუდში, კრივის ჩემპიონის ქამრით და მასზე ნომრით 45. ზოგიერთი მათგანი უნიკალურია, ზოგი კი რამდენიმე ეგზემპლარად გამოვიდა.


ტოკენის ფასი 99 დოლარია.



„მინდა, რომ ჩემმა გულშემატკივრებმა მოგება ნახოთ და ამით ისიამოვნონ. შემეძლო ფასის აწევა ბევრად მაღლა და დარწმუნებული ვარ მაინც კარგად გაიყიდებოდა და ბევრად მეტ ფულს მივიღებდი, მაგრამ მე ეს არ გამიკეთებია“, - წერს ექს-პრეზიდენტი.


ის,  ვინც 47 ჟეტონს (მინიშნება ტრამპის განზრახვაზე გახდეს შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი) შეიძენს, მონაწილეობას მიიღებს გათამაშებაში, რომლის გამარჯვებულს ექნება შანსი მოხვდეს ფლორიდაში ტრამპის რეზიდენციაში ამერიკის ექსპრეზიდენტთან ვახშამზე.


კოლექციის გაყიდვა 18 აპრილს დაიწყო და 6 საათის შემდეგ ყოფილმა პრეზიდენტმა გამოაცხადა, რომ ყველა ტოკენი სულ $4,6 მილიონ დოლარად გაიყიდა. OpenSea NFT ბაზარზე ვაჭრობის მოცულობამ 691 Ethereum-ს მიაღწია (დაახლოებით $1,37 მილიონი).


აღსანიშნავია, რომ კოლექციის ავტორი თავად ტრამპი არ არის, თუმცა შემოსავლის ნაწილს გაყიდვიდან იღებს.


შეგახსენებთ, რომ ტრამპმა პირველი NFT კოლექცია, საკუთარი სურათებით, 2022 წლის დეკემბერში გამოუშვა. პირველი სერია 45000 NFT-ს შეიცავდა.

მარტში ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენის ფონზე, კოლექციის გაყიდვები 440%-ით გაიზარდა.


თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up