ტრამპის ქონება $700 მლნ-ით შემცირდა - Forbes

ტრამპის ქონება $700 მლნ-ით შემცირდა - Forbes

access_time2023-04-04 15:30:08

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის - დონალდ ტრამპის ქონება 20%-ზე მეტით - 3,2 მილიარდი დოლარიდან 2,5 მილიარდ დოლარამდე შემცირდა. ამის მიზეზი სოციალურ ქსელ Truth Social-ის პროექტის წარუმატებლობაა, რომელიც ტრამპს 550 მლნ დოლარი დაუჯდა. ამის შესახებ Forbes-ი წერს. 2026 წლისთვის, გეგმის მიხედვით, მას 81 მლნ მომხმარებელი უნდა მოეზიდა, მაგრამ ჯერ მხოლოდ 5 მლნ ჰყავს. გამოცემის გამოთვლით, ამ მიზანს ტრამპის სოცქსელი 2086 წლამდე ვერ მიაღწევს.


Trump Media & Technology Group-მა (TMTG) 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადა, რომ  „დიდი ტექნოლოგიების ტირანიასთან დასაპირისპირებლად“ ახალ სოციალური ქსელ Truth Social-ს უშვებდა. ტრამპის მხარდამჭერები Digital World Acquisition Corp-ში (DWAC) გადავიდნენ, კომპანიაში, რომელიც Trump Media & Technology Group-ის ბირჟაზე გაყვანის მიზნით შეიქმნა. ორ დღეში DWAC-ის აქციები $10-დან $175-მდე გაიზარდა და კომპანია 22 მლრდ დოლარად შეფასდა.


2021 წლის დეკემბრისთვის, კომპანიის თითო აქციის ფასი 45 დოლარამდე დაეცა. ამის მიზეზი სოციალური ქსელ Truth-ის ბეტა ვერსიის დასაწყებად დაანონსებული ვადის გადაცილება გახდა.



დღეს TMTG-ის აქციები 14 დოლარი ღირს, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის კომპანია 1,2 მლრდ დოლარადაა შეფასებული. როგორც Forbes-ი წერს, რომ მთავარი პრობლემა ისაა, რომ Truth Social-ს თითქმის არავინ იყენებს.


გამოცემის ინფორმაციით, Truth Social-ის წარუმატებლობის ერთ-ერთი მიზეზი 2022 წლის ოქტომბერში ილონ მასკის მიერ Twitter-ის შეძენაა, რამაც ძირი გამოუთხარა მოსაზრებას, რომ მსოფლიოს Twitter-ის უფრო კონსერვატიული ვერსია სჭირდებოდა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ მასკმა ტრამპის Twitter-ის ანგარიშიც განბლოკა.


იმის გათვალისწინებით, რომ ტრამპი ფლობს Truth Social-ის დაახლოებით 85%-ს, ყოფილი პრეზიდენტის წილი 180 მლნ დოლარად შეიძლება შეფასდეს, წერს გამოცემა. 


თეგები:
ტრამპი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up