ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ

ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას ვადაზე ადრე პროგნოზირებენ

access_time2022-06-11 16:00:09

ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსები ტრანსადრიატიკის მილსადენის (TAP) გაფართოებას თავდაპირველ გრაფიკზე ადრე პროგნოზირებენ.

„თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ამ მილსადენით გაზის გადაზიდვების სიმძლავრემ უკვე მიაღწია დაახლოებით 24 მილიონ კუბურ მეტრს დღეში, შესაძლებელია, რომ TAP-ის გაფართოება დაგეგმილზე ადრე მოხდეს“, - ამის შესახებ ბუნებრივი გაზის ბაზრის ანალიტიკოსი ნორვეგიის საკონსულტაციო კომპანია Rystad Energy -ის წარმომადგენელი ზუნციან ლოუ აცხადებს.

„2021 წელს TAP მილსადენმა გადაიტანა დაახლოებით ექვსი მილიარდი კუბური მეტრი გაზი იტალიაში და კიდევ მილიარდი კუბური მეტრი საბერძნეთსა და ბულგარეთში. ეს მოცულობები სავარაუდოდ გაიზრდება 7,3 მილიარდ კუბურ მეტრამდე. 2022 წელს ზრდა 1,7 მილიარდი იქნება. საგულისხმოა, რომ მილსადენის სიმძლავრე 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა. ეს შესაძლებელი გახდა ორი საკომპრესორო სადგურის ექსპლუატაციაში გაშვებით და არსებული საკომპრესორო სადგურების მოდიფიკაციით“, - განაცხადა ანალიტიკოსმა.

ზუნციან ლოუ აცხადებს, რომ TAP-ი შესანიშნავი შესაძლებლობაა ბუნებრივი აირის სხვა წყაროებიდან მიწოდებისთვის.


შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანული გაზის მიწოდება ევროპაში სამხრეთ გაზის დერეფნის გავლით 2021 წლის დეკემბერში დაიწყო. ისტორიაში პირველად, აზერბაიჯანმა თავისი ბუნებრივი აირი ევროპის ბაზარზე მილსადენებით გაიტანა. TAP-ის მილსადენი სამხრეთ გაზის დერეფნის ევროპული ნაწილია, რომელიც ყოველწლიურად რვა მილიარდ კუბურ მეტრ გაზს იტალიას და 1 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს საბერძნეთსა და ბულგარეთს მიაწვდის.


ტრანს-ადრიატიკული მილსადენი (TAP) წარმოადგენს სამხრეთ გაზის დერეფნის ტრანსპორტირების მარშუტის ნაწილია - საბერძნეთიდან ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით - სამხრეთ იტალიამდე. მისი სიგრძე 870 კმ-ია, ხოლო გამტარუნარიანობა 10-დან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე. TAP-ის მშენებლობა 2016 წელს დაიწყო და ინვესტიციამ $45 მილიარდი შეადგინა. 


TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემართებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება.

რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს.

„2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე. 


აზერბაიჯანული გაზის იტალიაში მიწოდება 2022 წელს გრძელვადიანი და კონტრაქტებით 9,5 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს. აზრბაიჯანული მხარის ცნობით, TAP-ის გაფართოვება გაზრდის ბუნებრვი აირის მიწოდებს არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.


2020 წლის 31 დეკემებრიდან TAP-მა ევროპას 10 მლრდ კუბურ მეტრზე მეტი ბუნებრივი აირი მიაწოდა .2021 წელს კი აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ მხოლოდ იტალიისთვის 7 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. ომამდე  იტალიას ტრანსადრიატიკის მილსადენით (TAP) ბუნებრივი აირის იმპორტის წელიწადში 10 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაზრდა სურდა.  

2021 წელს “სამხრეთ კავკასიური მილსადენის” დღიური საშუალო საექსპორტო გამტარუნარიანობა დღეში 48,5 მლნ კბ/მ გაზი იყო, ანუ წლის განმავლობაში საქართველოს დერეფნით 17.7 მლრდ კბ/მ აზერბაიჯანული გაზია გატარებული.

TAP-ს შაჰ დენიზის საბადოდან ბუნებრივი გაზი ევროპაში გადააქვს. კიპოის 878 კმ სიგრძის მილსადენი თურქეთ-საბერძნეთის საზღვართან უკავშირდება ტრანსანატოლიის მილსადენს და გადის საბერძნეთის, ალბანეთისა და ადრიატიკის ზღვის გავლით სამხრეთ იტალიამდე. 2020 წლის 31 დეკემბრიდან, ანუ ევროპაში აზერბაიჯანული გაზის მიწოდების დაწყების პირველი დღიდან, დღემდე ტრანსადრიატიკული მილსადენით, TAP– ით, ტრანსპორტირებულია 10,9 მილიონი კუბური მეტრი გაზი. TAP- ის აქციონერები არიან SOCAR (20%), BP (20%), Snam (20%), Fluxys (19%), Enagás (16%) და Axpo (5%).

გაზის სამხრეთ დერეფანი და გაფართოვდება და საშუალოვადიან პერიოდში, შესაძლოა ის ბალკანეთის რეგიონსაც მოემსახუროს. გაფართოების შემდეგ TAP– ის სრული სიმძლავრე იქნება 20 მილიარდი, ტრანს-ანატოლიური გაზსადენის კი (TANAP) - 31 მილიარდი. ჯამში სამხრეთ კავკასიის მილსადენის სიმძლავრე გაფართოების შემდეგ მიაღწევს 30 მილიარდ კუბურ მეტრს. უნგრეთი აზერბაიჯანული გაზის მისაღებად მოლაპარაკებებს იწყებს.
სამხრეთი გაზის კორიდორი სამი მილსადენის - „სამხრეთ კავკასიური მილსადენის გაფართოება“ (SCPX), „ტრანს-ანატოლიური“ (TANAP) და „ტრანს-ადტრიატიკული“ მილსადენების (TAP) პროექტისაგან შედგება.
სამხრეთის გაზის დერეფნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი -ტრანსანატოლიური მილსადენის პროექტი (TANAP) საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად, გასულ წელს გახსნა.
შეგახსენებთ, 2021 წლისთვის დამტკიცებული ბუნებრივი გაზის ბალანსის მიხედვით, 2021 წელს საქართველო აზერბაიჯანული გაზის გატარების სანაცვლოდ 1.014 მლრდ მ³ გაზს მიიღებს. მიმდინარე წელს შაჰ-დენიზის საბადოდან მოპოვებული გაზიდან, საქართველოსთვის გამოყოფილი „დამატებითი გაზის“ მოცულობა 508.7 მლნ კუბ. მეტრი იქნება, „ოფციური გაზის“ – 505.96 მლნ მ³, რაც იმას ნიშნავს, რომ „სამხრეთ კავკასიური დერეფნიდან“ მისაღები გაზის მოცულობა 2020 წელთან შედარებით (888.6 მლნ მ³) 126 მლნ მ³-ით მეტი იქნება.
გაზის სამხრეთ კორიდორის შექმნის ინიციატორი აზერბაიჯანული მხარეა. ჩვენ შევადგინეთ ევრაზიის ენერგეტიკული რუკა, - ასეთ შეფასებას აძლევს აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ამ პროექტს. მისი მტკიცებით, აზერბაიჯანმა საკუთარ თავზე აიღო ამ პროექტის მთავარი ფინანსური ტვირთი. აშენდა სამი ურთიერთდაკავშირებული გაზსადენი, რომელთა სიგრძეა 3 500 კილომეტრი, რის შედეგადაც ევროპელი მომხმარებლები უკვე იღებენ აზერბაიჯანულ გაზს. ალიევის შეფასებით, ეს სასარგებლოა ევროპისთვისაც და აზერბაიჯანისთვისაც.
ცნობისთვის, 2021 წლიდან აზერბაიჯანის შაჰ-დენიზის საბადოდან ევროკავშირში სამხრეთის გაზის დერეფნის მილსადენის სისტემის მეშვეობით გაზის მიწოდება დაიწყო. სამხრეთი გაზის კორიდორი უზრუნველყოფს აზერბაიჯანული შაჰ დენიზის საბადოს ბუნებრივი გაზის თურქეთსა და ევროგაერთიანების ქვეყნებში მიწოდებას, საქართველოს, თურქეთის, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიების გავლით. იგი ევროკავშირის 7 ქვეყნისა და თურქეთის 10 მსხვილ შემსყიდველს მოემსახურება. ამ ფაქტს ენერგოუსაფრთხოების მიმართულებით დიდი წინგადადგმული ნაბიჯი უწოდა საქართველოს პრემიერ- მინისტრმა. გიორგი გახარიას შეფასებით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია პოლიტიკური ეფექტი, რომელიც გაზის სამხრეთი კორიდორისგან ვითარებას მოყვა. პრემიერი გახარია განმარტავს, რომ თუ დღემდე საქართველო გაზის მხოლოდ რეგიონული მნიშვნელობის სატრანზიტო ქვეყანას წარმოადგენდა - ახორციელებდა აზერბაიჯანული გაზის ტრანზიტს თურქეთში და რუსული გაზის ტრანზიტს სომხეთში - ახლა იგი უკვე საერთაშორისო მასშტაბის მოთამაშედ ჩამოყალიბდა. ამიერიდან ქვეყნის ტერიტორიაზე გატარებული გაზი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საერთაშორისო, ძირითადად ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების ამაღლებაში.
გაზის სამხრეთ ენერგოდერეფანში საქართველო მასპინძელი ქვეყანაა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო, მოქმედი სამთავრობათაშორისო და მასპინძელი ქვეყნის შეთანხმებებით და შესაბამისი ყიდვა-გაყიდვის ხელშეკრულებებით, შეღავათიან ფასებში - საბაზრო ფასთან შედარებით დაახლოებით 2-ჯერ და მეტად ნაკლები ფასით მიიღებს გაზს სამხრეთ კავკასიურ მილსადენის პროექტიდან. ოპციური გაზის კონტრაქტი საშუალებას იძლევა მიღებულ იქნეს გატარებული გაზის 5 %-მდე მოცულობის გაზი ყოველწლიურად. კონტრაქტი ძალაშია 2066 წლამდე. დამატებითი გაზის კონტაქტი ძალაშია 2026 წლამდე და საქართველო, ამ კონტრაქტით, ყოველწლიურად 500 მლნ მ3-მდე გაზს მიიღებს.


ავტორი: ბელა გელაშვილი

წყარო: europetime.eu




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up