ტრანსადრიატიკის (TAP) გაზსადენის სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზრდება

ტრანსადრიატიკის (TAP) გაზსადენის სიმძლავრე კიდევ უფრო გაიზრდება

access_time2022-04-04 14:20:00

ტრანსადრიატიკის გაზსადენის (TAP) სიმძლავრე, რომელიც აზერბაიჯანიდან სამხრეთ ევროპას გაზს აწვდის, შესაძლოა, წელიწადში თანდათან 20 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაორმაგდეს. ამის შესახებ პროექტის მართველი საბჭოს განცხადებაში არის ნათქვამი. ინფორმაციას პორტალი „Нефть и Капитал“ ავრცელებს. გაზსადენის გაფართოების პერიოდად 45-დან 65 თვე სახელდება.


მისი ექსპლუატაციაში შესვლიდან 14 თვეში 10 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი იქნა ექსპორტირებული, საიდანაც, დაახლოებით, 8,5 მილიარდი კუბური მეტრი იტალიაში გაიგზავნა, ხოლო 2021 წელს აზერბაიჯანული გაზის მიწოდებამ მხოლოდ იტალიისთვის 7 მლრდ კუბური მეტრი შეადგინა. მეტიც: გასულ კვირას აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრ პიარვიზ შაჰბაზოვმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზის იტალიაში მიწოდება 2022 წელს გრძელვადიანი და კონტრაქტებით 9,5 მლრდ კუბურ მეტრს მიაღწევს. მისი თქმით, გაზსადენ TAP-ის გაფართოვება გაზრდის ბუნებრვი აირის მიწოდებას არა მხოლოდ იტალიაში, არამედ ევროპის სხვა ქვეყნებშიც.


TAP-ის მარშრუტი, ტრანსანატოლიის გაზსადენ TANAP-თან შეერთების შემდეგ, რომელიც აზერბაიჯანიდან თურქეთში მიემამრთებ, საბერძნეთისა და ალბანეთის ტერიტორიაზე გადის, საიდანაც სამხრეთ იონიის ზღვის ფსკერზე იტალიისკენ გრძელდება.


TAP-ის გაფართოება იტალიას საშუალებას მისცემს, რუსულ გაზზე დამოკიდებულება შეამციროს. ქვეყნის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგიმ ცოტა ხნის წინ ისიც განაცხადა, რომ იტალიას შეუძლია, რუსეთისგან გაზის მიწოდების სრული შეწყვეტა მოკლევადიან პერიოდში აინაზღაუროს.


რაც შეეხება TANAP-ს, ამ ტრანსანატოლიური გაზსადენით აზერბაიჯანული გაზის თურქეთსა და ევროპაში ტრანსპორტირების მოცულობა მიმდინარე წელს 18%-ით, 16,2 მილიარდ კუბურ მეტრამდე გაიზრდება. კომპანია SOCAR-ის განცხადებას Interfax-Azerbaijan ავრცელებს.


„2022 წელს TANAP-ის გაზსადენით გაზის ექსპორტი 16,2 მილიარდი კუბური მეტრის დონეზე არის დაგეგმილი. 2021 წელს ამ მილსადენით 13,73 მილიარდი კუბური მეტრი გაზი გადაიქაჩა. ამრიგად, 2022 წელს ექსპორტის ზრდა 18% იქნება,“ - ნათქვამია კომპანიის ტელეგრამ-არხზე.



აზერბაიჯანმა 2021 წელს 19,2 მილიარდი კუბური მეტრი გაზის ექსპორტი განახორციელა. TANAP თურქეთის გაზის საჭიროების 12%-ს უზრუნველყოფს.


TANAP-ის გაზსადენის პირველი ფაზის, ანუ საქართველო-თურქეთის საზღვრიდან ესქიშეჰირამდე მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვების ცერემონია 2018 წლის 12 ივნისს გაიმართა. იმავე წლის 30 ივნისს, TANAP-ის მეშვეობით აზერბაიჯანული გაზის კომერციული მიწოდება დაიწყო.


TANAP 1,85 ათასი კმ სიგრძის მილსადენია და შაჰდენიზის საბადოდან, Stag-2-ის ფარგლებში, საქართველო-თურქეთის საზღვრიდან თურქეთის დასავლეთ საზღვრამდე აზერბაიჯანული გაზის გადასატანად არის გამიზნული. გაზსადენის გამტარუნარიანობა, მინიმუმ, 16 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, საიდანაც 10 მილიარდი ევროპაში, 6 მილიარდი კუბური მეტრი კი თურქეთის დასავლეთ რეგიონებში ექსპორტისთვის არის გათვალისწინებული.


აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევმა გაზის სამხრეთის დერეფანი 2018 წლის 29 მაისს ჩაუშვა. თავდაპირველად პროექტის ღირებულება 45 მლრდ დოლარად იყო შეფასებული, თუმცა 33 მლრდ დოლარი დაჯდა.


გაზის სამხრეთის დერეფნის ძირითადი კომპონენტებია: შაჰდენიზის პროექტის მეორე ეტაპი (Stag-2); სამხრეთ კავკასიური, ანუ აზერბაიჯანი-საქართველო-თურქეთის საზღვრამდე მილსადენის გაფართოება; ტრანსანატოლიის გაზსადენის, TANAP-ის მშენებლობა თურქეთის აღმოსავლეთიდან დასავლეთის საზღვრამდე და ტრანსადრიატიკის გაზსადენი, TAP, რომელიც საბერძნეთს, ალბანეთსა და სამხრეთ იტალიას აკავშრებს.


ამასთან, TAP-ზე დაერთების ინიციატივით მარტის ბოლოს რუმინეთიც გამოვიდა. ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრ ვირჯილ პოპესკუმ ადგილობრივ Digi24-თან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ აზერბაიჯანული გაზი TANAP-ის მილსადენით აზერბაიჯანიდან თურქეთში მიდის, შემდეგ კი TAP-ით თურქეთიდან საბერძნეთსა და იტალიას უერთდება და სწორედ საბერძნეთსა და ბულგარეთს შორის რუმინეთისთივს ინტერკონექტორი უნდა აშენდეს. ეს რუმინეთს საშუალებას მისცემს, ვერტიკალური დერეფანი გამოიყენოს და აზერბაიჯანული გაზი მიიღოს.


„აზერბაიჯანიდან გაზი რუმინეთში შესაძლოა, ვერტიკალური დერეფნის გავლით Giurgiu Ruse-დან BRUA-ს მილსადენში მოხვდეს, BRUA-დან კი ეროვნულ სატრანსპორტო სისტემაში გადავა,“ - აცხადებს ვირჯილ პოპესკუ.


ის უფრო შორს მიდის და ამბობს, რომ თუ აზერბაიჯანული გაზი იმაზე მეტი იქნება, რაც ქვეყანას სჭირდება, მაშინ მისი უნგრეთისკენ, შემდგომ კი მთელ ევროპაში გაგრძელება არის შესაძლებელი.


„ბულგარეთისა და საბერძნეთის მთავრობები მეტად ინტენსიურ ძალისხმევას ატარებენ ინტერკონექტორის სამუშაოების დასრულებისთვის,“ - აცხადებს მინისტრი.


bpn.ge 


თეგები:
გაზსადენი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up