„ტრანსკასპიური მარშრუტი ქართული საექსპორტო ვაჭრობის შემდგომი გაფართოების კატალიზატორი გახდება“ - ყაზახური მხარე

„ტრანსკასპიური მარშრუტი ქართული საექსპორტო ვაჭრობის შემდგომი გაფართოების კატალიზატორი გახდება“ - ყაზახური მხარე

access_time2022-05-01 17:00:16

ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტით ყაზახეთის ექსპორტის მოცულობა, მათ შორის ჩინეთიდან ტვირთების გადაზიდვა გაიზრდება, ამიტომ ქართულ მხარესთან თანამშრომლობა საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტის მოხერხებულობის სფეროში უნდა განვითარდეს. ამის შესახებ ყაზახეთის მრეწველობისა და ინფრასტრუქტურის განვითარების მინისტრ კაირბეკ უსკენბაევმა თავის Telegram-არხზე დაწერა, რასაც „კაზინფორმი“ ავრცელებს.

„ტრანსკასპიური მარშრუტი ქართული საექსპორტო ვაჭრობის შემდგომი გაფართოების კატალიზატორი გახდება,“- წერს მინისტრი.

კაირბეკ უსკენბაევმა დააანონსა, რომ კასპიის ზღვაზე ოთხი ბორნის მშენებლობას იგეგმება, რაც ხელს შეუწყობს აღნიშნულ მარშრუტზე ხელსაყრელი კონკურენტული ტარიფის დაწესებას. მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს ურთიერთ ვაჭრობის გაზრდის მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვთ. ყაზახური კომპანიები მზად არიან, ზოგიერთი ინდუსტრიის, მათ შორის მეტალურგიული, ნავთობქიმიური, კვების, საინჟინრო და ფარმაცევტულ ინდუსტრიების გადამუშავებული საქონლის ექსპორტი გაზარდონ. მინისტრის მონაცემებით, მთლიანი საექსპორტო პოტენციალი 170 მლნ დოლარად არის შეფასებული.

მისი თქმით, ყაზახეთი მზად არის, წარმოადგინოს ექსპორტიორი საწარმოების სია და ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის 40 დასახელების პროდუქტზე ექსპორტი გაზარდოს. უსკენბაევი წერს, რომ ყაზახი მარცვლეულის ექსპორტიორები მზად არიან, საქართველოს ხორბალი საბაზრო საფუძველზე მიაწოდონ. ყაზახეთი ქართველ იმპორტიორებს სთავაზობს, მონაწილეობა მიიღონ ხორბლის, მზესუმზირისა და სხვა კულტურების ფორვარდულ შესყიდვებში მათი შემდგომი ექსპორტის მიზნით.

მინისტრის თქმით, ქართულ-ყაზახურ მხარეებმა 2022 წლისთვის საავტომობილო ტრანსპორტით ტვირთის გადაზიდვის სანებართვო ფორმები გაცვალეს, ხოლო 2023 წლისთვის წინასწარი კვოტა დაადგინეს. გარდა ამისა, ყაზახურმა მხარემ ქართულ ავიაკომპანიებს ყაზახეთის მიმართულებით რეგულარული ფრენების დაწყება შესთავაზა. უსკენბაევის ცნობით, ამჟამად საქართველოს მიმართულებით 19 რეგულარულ რეისს ყაზახური ავიაკომპანიები, Air Astana, Fly Arystan და SCAT ახორციელებენ.


როგორც ცნობილია, საქართველომ, აზერბაიჯანმა, თურქეთმა და ყაზახეთმა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების შესახებ ოთხმხრივ შეთანხმებას 31 მარტს მოაწერეს ხელი.

წყარო: "ბიზნესპრესნიუსი"




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up