საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს 14.8 მლნ. ტონა ტვირთი გადაზიდა, აქედან 58.6% - ტრანზიტზე მოდის

საქართველოს რკინიგზამ 2022 წელს 14.8 მლნ. ტონა ტვირთი გადაზიდა, აქედან 58.6% - ტრანზიტზე მოდის

access_time2023-03-07 11:00:47

2022 წელს საქართველოს რკინიგზით გადატანილია 14.8 მლნ. ტონა ტვირთი, საიდანაც 12.8% მოდის ადგილობრივ გადაზიდვაზე, 28.6% - საერთაშორისო გადაზიდვაზე (არ მოიცავს ტრანზიტს), ხოლო 58.6% - ტრანზიტზე.


2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის მთლიანი მოცულობის 14.9%-თვის დანიშნულების ქვეყანას თურქეთი წარმოადგენს, 7.8%-თვის - ნიდერლანდები, 6.7%-თვის - იტალია, ხოლო 3.5%-თვის - ჩინეთი.


2022 წელს ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 25.0%-თვის გამომგზავნ ქვეყანას ყაზახეთი წარმოადგენს, 20.7%-თვის - თურქმენეთი, 6.6%-თვის - რუსეთის ფედერაცია, 6.4 %-თვის - ბრაზილია, ხოლო 2.4 %-თვის - ჩინეთი.



2022 წელს ტრანზიტული ტვირთის მთლიანი მოცულობის 71.9% სამ სასაქონლო ჯგუფზე მოდის, ესენია: ქვანახშირი და ლიგნიტი; ნედლი ნავთობი და ბუნებრივი აირი (1 129 021 ათასი ტონა კმ), ლითონის მადანი და სხვა სამთო და კარიერული პროდუქტები; ტორფი; ურანის და თორიუმის მადანი (627 344 ათასი ტონა კმ), საკვები პროდუქტები, სასმელები და თამბაქო (583 443 ათასი ტონა კმ).


რაც შეეხება ზრდის ტენდენციას, სტატისტიკური მაჩვენებლებით, 2022 წელს რკინიგზამ სულ 3 184 189 ათასი ტონა კმ ტვირთი გაატარა, 2021 წელს კი 2 432 523 ათასი ტონა კმ შესაბამისად ზრდა 30.9%-ია.


2022 წელი - 3 184 189 ათასი ტონა კმ,
2021 წელი - 2 432 523 ათასი ტონა კმ,
2020 წელი - 2 015 483 ათასი ტონა კმ,
2019 წელი - 1 939 370 ათასი ტონა კმ,
2018 წელი - 1 549 055 ათასი ტონა კმ.


თეგები:
ტრანზიტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up